“ყველაზე მტკივნეულ წერტილზე დაგაჭერთ”, “ახლა მე ამას ვიტყვი და დავამთავრებ” – გახარია და გრიგოლია

0
2009
24 Views

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

ინგა გრიგოლია:

–ახლა დაინახეთ ივანიშვილის შიშები? ახლა დაინახეთ, რომ რუსულ საქმეს ემსახურება და ივანიშვილი და მისი მარიონეტები? ყველაზე მტკივნეულ წერტილზე დაგაჭერთ და იმით დავიწყებ

გიორგი გახარია:

–20 ივნისი

ინგა გრიგოლია:

–რასაკვირველია, 20 ივნისი, რომელიც იყო ყველაზე ღია დადასტურება იმის, რომ ეს ხელისუფლება ადგა რუსულ გზას. გავრილოვის სახით პარლამენტის სპიკერის სავარძელში იმ დღეს ჩაჯდა კრემლი. უსასტიკესი დარბევა – ეს იყო ხელისუფლების შესანარჩუნებლად დარბეული აქცია, რომლის შემდეგაც თქვენ გახდით პრემიერი. მაშინ ეს იყო პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ. გავრილოვი იყო იმ დღეს რუსეთის პარლამენტის სპიკერის სავარძელში. დღეს მეუბნებით, რომ თურმე, აქამდე რუსული ინტერესების გატარებაში შემჩნეული არ იყო ივანიშვილი?

გიორგი გახარია:

–დღეს ცოტა სხვანაირად გიპასუხებთ. შეხედეთ – ორ მომენტს გეტყვით და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ, მე აქ წარსულზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. 20 ივნისს ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა, ისე, როგორც აკეთებდნენ, ძალოვნებზე, პოლიციელებზე თვადასხმა, ესეც იყო სუფთა რუსული საქმე და შედეგობრივად, რომელი საქმე იქნებოდა რუსეთისთვის სასარგებლო, კაციშვილმა არ იცის. მეორე – ახლა მე ამას ვიტყვი და დავამთავრებ ამ თემაზე საუბარს – ვინ დააინიცირა საქართველოს პარლამენტში ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით? მე და ჩემი გუნდი ვიყავით ამ ამნისტიის წინააღმდეგი და ვამბობდით, რომ უნდა შეეხოს მხოლოდ რიგით პოლიციელებს და მოქალაქეებს, და არც ერთ შემთხვევაში არც ერთ პოლიტიკურ პირს, ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ არის დაინტერესებული, რომ 20 ივნისი ძირეულად არ იყოს გამოძიებული. მე ახლა ამ თემას ესე ჩამოვკიდებ ჰაერში, მაგის დროც მოვა და როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან შერცხვებათ.

ინგა გრიგოლია:

–უშვებთ იმას, რომ დაგიჭირონ და მიზეზი იყოს 20 ივნისი?

გიორგი გახარია:

–არ მგონია. ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ არა.

ინგა გრიგოლია:

–რატომ? იმიტომ რომ, უფრო მეტი გაქვთ სათქმელი და ხელს დაადებთ სხვებს?

გიორგი გახარია:

–არასოდეს ისეთი ძლიერი არ ვყოფილვარ, როგორც დღეს, არასოდეს ისეთი მართალი არ ვყოფილვარ როგორც დღეს.

ინგა გრიგოლია:

–არ გგონიათ, თუ ვერ იზამენ? შეიძლება დადგეს დრო და თქვენ თქვათ, რომ ეს იყო ივანიშვილი, ვინც ბრძანება გასცა?

გიორგი გახარია:

–არა, რა თქმა უნდა.

“ალია”

Cesko