“ოცნებას თქვენნაირი დამცველი… ინგა, ინგა, ლოგიკა იკარგება…”, “ცოტა ირევა რაღაცეები”– გახარია და გრიგოლია

0
866
24 Views

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს. ინგა გრიგოლიამ გიორგი გახარიას გაახსენა ბოლო განცხადება, სადაც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და აპირებს ხალხს ვალი დაუბრუნოს.

ინგა გრიგოლია:

–რა ვალი უნდა გადაიხადოთ, როგორ უნდა გადაიხადოთ? პასუხისმგებლობაზე რომ საუბრობდით, ამიტომ დაგისვით ის კითხვები, რომლებიც ასე გაბრაზებთ.

გიორგი გახარია:

–ერთი და იგივეზე ათჯერ რომ ლაპარაკობთ….

ინგა გრიგოლია:

–პასუხისმგებლობაზე ხომ  თქვენ გააკეთეთ განცხადება და რა პასუხისმგებლობას გულისხმობთ?

გიორგი გახარია:

–იმას, რო ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა იყოს გარანტირებული და დაცული, სხვა ყველაფერი ფასს კარგავს. მერწმუნეთ, ზოგიერთ დღევანდელი მთავრობის წევრზე მეტი შემიძლია და ვაკეთებ და გავაკეთებ. მე და თქვენ სისულელეებზე დროს რომ ვხარჯავთ, ხალხს უნდა მივაწვდინოთ ხმა.

ინგა გრიგოლია:

–თქვენ არ უსრულებდით ივანიშვილს დავალებას და მერე ღარიბაშვილი დააბრუნა, იმიტომ რომ მაგალითად, შეხვდეს ევტუშენკოვს?

გიორგი გახარია:

–ალბათ, ეგრეა, კი. რა შუაშია ეგ, როგორ უნდა დააბრუნო ვალიო, ეს არ მკითხეთ? რა ევტუშენკოვი, რა ღარიბაშვილი, არ მაინტერესებს არც ერთი.  ევტუშენკოვი თვალით არ მინახია, როგორ მეტყოდა შეხვდიო?

ინგა გრიგოლია:

–და ამიტომ დანიშნა ღარიბაშვილი?

გიორგი გახარია:

–მე რა ვიცი, ბიძინას კითხეთ რატომ დანიშნა ღარიბაშვილი. მანამდე ხომ სხვები ჰყავდა…

ინგა გრიგოლია:

–როგორი პრემიერია ღარიბაშვილი?

გიორგი გახარია:

–საერთოდ არ მაინტერესებს როგორი პრემიერია, დღეს ის არის ქვეყნის მეთაური, მე შეიძლება გავაკრიტიკო პროცესი, მაგრამ პერსონალურად ღარიბაშვილი… ამას არ გავაკეთებ, კითხვა რა იყო თქვენი?

ინგა გრიგოლია:

–მე გკითხეთ თქვენი პასუხიმსგებლობის ნაწილში რას გულისხმობთ–თქო. ჩამომითვალეთ კვირიკაშვილი, უსფაშვილი, არც ერთი იყო თქვენ რო პრემიერი იყავით მთავრობაში და არც მეორე პარლამენტში და…

გიორგი გახარია:

–ინგა, ინგა, ლოგიკა იკარგება…

ინგა გრიგოლია:

–ცოტა ირევა რაღაცეები. მე არ მეკარგება, ბატონო გიორგი.

გიორგი გახარია:

–კითხვა რა არის?

ინგა გრიგოლია:

–თქვენი პასუხისმგებლობის ნაწილში რას გულისხმობდით–თქო… თუ ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, თუ ამ ხელისუფლებამ ეს ქვეყანა შემოატრიალა…

გიორგი გახარია:

–ისე ოცნებას თქვენნაირი დამცველი…

ინგა გრიგოლია:

–ვიცავ ოცნებას?

გიორგი გახარია:

–აი, ახლა ფაქტიურად რას შვრებით?

ინგა გრიგოლია:

–მე არ ვარ ოცნების დამცველი, არც მათი ამომრჩეველი ვარ და უფრო მეტსაც გეტყვით დადგება დრო, როდესაც მე მათ წინააღმდეგ სასამართლოზე ჩვენებას მივცემ 5 ივლისის თაობაზე, ასე რომ შეგიძლიათ  ეს ეჭვები გადადოთ გვერდზე.

გიორგი გახარია:

–მე ვთქვი, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა ამ ქვეყანას როგორ მოვუპოვოთ კანდიდატის სტატუსი და თქვენ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ გინდათ წავიდე და პანკისზე და 20 ივნისზე ვილაპარაკო, ოკეი. ამ ვალის დაბრუნებაში ამას ვგულისხმობ. მაყურებელს ეს უკვე აინტერესებს, ვიდრე ის, რასაც ოცნება გამოიძიებს ბოლომდე, თუ რამეა გამოსაძიებელი.

Cesko