ლევან ბერძენიშვილმა თავისი ადგილი იპოვა და “მთავარი არხის” ჯგუფს შეუერთდა – რას წერს ციხიდან ერთ დროს მასთან დაპირისპირებული ნიკა გვარამია

0
1429
18 Views

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ციხიდან წერილს ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ “მთავარი არხის” ჯგუფს, ლევან ბერძენიშვილი შეუერთდა:

“უზომოდ გახარებული ვარ! ჩემი საყვარელი უფროსი მეგობარი ლევან ბერძენიშვილი შემოუერთდა მთავარის გუნდს!

დიდი მადლობა მას! დიდი მადლობა მთავარის გუნდს! განსაკუთრებით „შენი შუადღე“-ს!” – დაწერა გვარამიამ.

სხვათა შორის, 2015 წელს გვარამიასა და ლევან ბერძენიშვილს შორის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით დიდი დაპირისპირება იყო:

მაშინ “რეს­პუბ­ლი­კელ­მა” ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა “რუს­თა­ვი 2”-ს ირ­გვლივ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა “რე­ზო­ნანსთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ა­ფა­სა.

“დიახ, და­სავ­ლე­თის­გან იქ­ნე­ბა შე­ნიშ­ვნე­ბი, ეს კი ბუ­ნებ­რი­ვია. “ნაც­მოძ­რა­ო­ბაც” იტყვის, რომ ვარ­თმევთ ტე­ლე­ვი­ზი­ას და დე­პუ­ტა­ტე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას ვა­პი­რებთ, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სა­სა­მარ­თლო იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი.

თქვენ იგ­რძე­ნით რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა “რუს­თა­ვი 2″-სგან? მე – არა, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ეს ნა­გა­ვიც უნდა იყოს ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზო სივ­რცე­ში”,- გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ამაზე გვარამიამ მყისვე უპასუხა:

“ნამ­დვი­ლად, ყვე­ლა­ნა­ი­რი ნა­გა­ვი უნდა იყოს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში. ამი­ტო­მაც ყო­ველ­თვის ვწერთ თქვენს კო­მენ­ტა­რებ­საც”, – და­წერა სოციალურ ქსელში გვა­რა­მი­ამ.

გვა­რა­მი­ას პოსტს “რუს­თა­ვი 2”-ის მაშინდელი ჟურ­ნა­ლის­ტი თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლი: არ მი­ვე­სალ­მოთ ამ კაცს? და­ვუ­მახ­სოვ­როთ მა­ინც…

ნიკა გვა­რა­მია: არც მი­ვე­სალ­მოთ და არც და­ვუ­მახ­სოვ­როთ. თა­ვი­სი ეყო­ფა მაგ კაცს. დეგ­რა­დირ-დე­მი­თო­ლო­გი­ზი­რე­ბუ­ლია.

resonancedaily.com

Cesko