ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება? – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი

July 29, 22:54
0
1563

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა – ბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მან ვრცლად განმარტა მოტივაცია, რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან, შესაბამისად ყოველგვარი სპეკულაცია, უბრალოდ სპეკულაციაა და თქვენი განცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ნათლად და მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე და ვფიქრობ, საზოგადოებას ამ საკითხზე სრული ინფორმაცია აქვს. თქვენი განცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Cesko