“ბესელიაზე ეს დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით” – კობახიძე

February 23, 06:55
0
6515

ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდში იყვნენ ასევე ირიბი აგენტები, რომლებიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაიბირა, შემდეგ კი ისინი „ქართული ოცნების“ წევრები გახდნენ.

“საინტერესო ქეისი იყო ეკა ბესელია. იგივე ვანო მერაბიშვილის მრევლზე ვსაუბრობ ახლა. იყო პროცესები, რომლებშიც ბესელიამ საკმაოდ მძიმე როლი შეასრულა. ეს დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით. განსაკუთრებით მან თავი 2018 წელს გამოავლინა და 2019 წლიდან გუნდში აღარც იყო. გახსოვთ ასევე კახა ოქრიაშვილი. დღეს უკვე ღიად ვანო მერაბიშვილთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა კობახიძემ

Cesko