“ქორწილშივე მომთხოვეს ნაჩუქარი ოქროსა და ფულის დედამთილისთვის გადაცემა, ქორწილი ვალით გადაიხადა და ყველა საჩუქარი მას ეკუთვნისო”

0
518
28 Views

“4 წელი ვხვდებოდით მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს. ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, ამისთვის წინასწარ მოვემზადე ფინანსურად, რადგან ვიცოდი, ჩემს ოჯახს გაუჭირდებოდა ბეჭდის, მშობლების გაცნობის სუფრის თუ სხვა დეტალების მოგვარება. ყველფრისათვის ვაგროვებდი თანხას ჩემი ხელფასიდან. ქორწილი და თეთრი კაბა არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება, მეტიც, არ მიყვარს, როდესაც ყურადღების ეპიცენტრში ვარ, ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, ამიტომ ვთხოვე ჩემს მომავალ მეუღლეს, ჩემს ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, ვერაფრით დამეხმარებიანდა მხოლოდ ხელის მოწერით შემოვიფარგლოთ ოჯახურ გარემოში-თქო.მეუღლეარიყოწინააღმდეგი,სამაგიეროდ, ჩემმა სამამამთილომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: „ერთადერთი ბიჭის ქორწილი როგორ არ უნდა გადავიხადოო, მაინც ყველა ნათესავი ცალ-ცალკე გვესტუმრება, მეტი ხარჯია და ჯობია ერთხელ გავაკეთოთ სუფრაო“. აქეთ მამაჩემი აბუზღუნდა, ქორწილის გადახდის საშუალება მე არ მაქვს და ჩვენი ნათესავები რას იტყვიანო.მოკლედ, ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გადაწყდა ქორწილი, მამაჩემი გაიბუტა, ტიპური იმერელია, არც საშუალება აქვს და კუდაბზიკობაც ვერ მოიშალა. გათენდა ჩემი დღეც. თუ აქამდე მეგონა, რომ ყველაზე გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი ვიყავი, იმ დილით ყველა წვრილმანზე ვნერვიულობდი, ვკანკალებდი, კაბაც კი ვერ მოვირგე დამოუკიდებად. ჩემი მეჯვარე მედგა გვერდით და მამხნევებდა.მოვაწერეთ ხელი, დავიწერეთ ჯვარი. არ გავზრდილვარ ფუფუნებაში. ბევრი რამ მაკლდა ბავშვობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არასდროს მქონია გართულება და ნატვრა, რომ ძვირფასი ნივთები მქონოდა. ქორწილში შემოსულ საჩუქრებსა და თანხას ჩემი მეჯვარე აგროვებდა, მათი რაოდენობით არც დავინტერესებულვარ. ვერთობოდით, ვმხიარულობდით… ცოტა ხანში ვხედავ, რომ ჩემს მეჯვარეს ჩემი ქმრის ბიცოლა რაღაცაზე ესაუბრება, როგორც მეგობრის გამომეტყვეელებაზე შევატყვე, მაინც და მაინც სასიამოვნო საუბარი არ უნდა ყოფილიყო. მალე მათ ჩემი დედამთილიც შეუერთდა და ჩემს მეჯვარეს რაღაცას უხსნიან. ჩემი მეგობრისკენ ამბის გასაგებად გავემართე, რომ შემამჩნიეს, ორივე გაჩუმდა, ჩემს მეჯვარეს კი ფერი აღარ ედო.”შვილო, ახლა ცუდად არ გამიგო”,- მეუბენა ჩემი ქმრის ბიცოლა, რომელიც აქამდე ნანახიც კი არ მყავდა,- “ახლა ერთი ოჯახის წევრები ვართ, კარგი გოგო ჩანხარ და გაგვიგებ, თამაზის (ჩემი მამამთილი) ამბავი ხომ იცი, აიჩემა ეს ქორწილი, შენც რომ არ გინდოდა ამხელა ხარჯი, ეგეც ვიცი, ჭკვიანი გოგო ხარ.ამხელა ვალი აიღეს ამ ქორწილის გადასახდელად, სალაპარაკო კი არ არის, მაგრამ შენებიც ვერაფერში შემოეშველენ… ოქროულობა და თანხა, რაც შემოდის, ციცოს (ჩემი დედამთილი) რომ მივცეთ, ცოტას მაინც გადაფარავს ხარჯებს, საწყენად არ მიიღო, ერთი ოჯახი გავხდით უკვეო.” ჩემი დედამთილიც იდგა ჩუმად და კვერს ურავდა ყველაფერზე.სახტად დავრჩი, ქორწილის ვალის გადახდა ხომ წარმოუდგენელი უგუნერება იყო. ვინ აძალებდათ. კიდევ უფრო მეტად მომხვდა გულზე ფრაზა: „შენებიც ვერაფერში შემოეშველენ“… ნამდვილად არ ყოფილა ჩემი არჩევანი ქორწილი, თუმცა მე მათ აზრს ვეცი პატივი და ამის გამო ჩემები განვანაწყენე. იმ წუთას ისე დავიბენი, ყველაფერი მივეცი, რაც გვქონდა, ოქროც და თანხაც. მე და ჩემი მეჯვარე გაოგნებულები ვუყურებდით ერთმანეთს. „ესენი ვინ ყოფილან, თავი სად გაყავიო,“- მითხრა ჩემმა მეგობარმადა მირჩია, რომ ჩემი მეუღლესთვის მომეყოლა. ასეც მოვიქეცი.ოქროდათანხააღარმაინტერესებდა,მაგრამჩემიქმრისგან არვაპირებდიჩემიგულისტკივილისდამალვას.ამ ყველაფერს დიდი უსიამოვნება მოჰყვა. ლამის ქორწილი ჩაიშალა. ბიცოლაც და „ქალბატონი დედაც“ უკმაყოფილოები და გაბრაზებულები გაიქცნენ. მას მერე, რაც ჩემმა მეუღელემ „კუდით ქვა ასროლინა“, დემონსტრაციულად დატოვეს იქაურობა.მოგვიანებით ჩემმა მეუღლემ ყველაფერი უკლებლივ დააბრუნებინა, ქორწილის ხარჯებიც ჩვენი აღებული სესხით გადავფარეთ. ცალკე ცხოვრებას ისედაც ვაპირებდით, თუმცა ამ ყველაფერმა მოვლენები დააჩქარა. დრო გავიდა, მაგრამ დღემდე მათთვის საძულველი რძალი ვარ. ჩემს მამამთილსაც გადაუბრუნეს ტვინი და არც მას აქვს ჩვენთან ურთიერთობა. ამ ისტორიას ჩემი დედამთილი ყველგან ყვება, რა თქმა უნდა დამახინჯებულად, გადაკეთებულად და ისე, როგორც მას აწყობს: „ამბავი იმაზე, თუ როგორ აითვალწუნა და გამოაგდო თავხედმა რძალმა ერთადერთი შვილის ქორწილიდან“. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებთან ერთად ცხოვრება არ მიწევს, მაგრამ გული მწყდება. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მიგრძვნია ჩემი მეუღლისგან,ვხედავ, რომ ძალიან სტკივა გული, რაც არ უნდა იყოს, მისი მშობლები არიან.როგორ ფიქრობთ,შვილსაღარასოდესშეურიგდებიან?არუნდამეთქვაჩემიქმრისთვის?უახლოესიადამიანისთვისროგორარგამენდოჩემიგულისტკივილი.თავიდანვეფარისევლობითრატომუნდადამეწყოცხოვრება?როგორშემიძლია შევარიგოოჯახს, თუნდაცმენუშემირიგდებიან.”

ნანიკო, 31წლის

წყარო: mshoblebi.ge

Cesko