“პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურის” ინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა.
მათივე ინფორმაციით, ბჟანიამ შეხვედრა უნდა გამართოს ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, სადაც მხარეები “ორმაგი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ”.
ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ კი, ბჟანია შემდეგი “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვს ეწვევა.
ცნობისთვის, ბელარუსი ამ დრომდე ოფიციალურად არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “დამოუკიდებლობას.” თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან ბელარუსის ოფიციალურ პირებს. 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოც იმყოფებოდადროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა – ამის შესახებ
მათივე ინფორმაციით, ბჟანიამ შეხვედრა უნდა გამართოს ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, სადაც მხარეები “ორმაგი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ”.
ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ კი, ბჟანია შემდეგი “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვს ეწვევა.
ცნობისთვის, ბელარუსი ამ დრომდე ოფიციალურად არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “დამოუკიდებლობას.” თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან ბელარუსის ოფიციალურ პირებს. 28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოც იმყოფებოდა.