20 Views
თეთრმა სახლმა გააფრთხილა რუსული მხარე, რომ ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩასვლას გეგმავდა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეკ სალივანმა განაცხადა.
ინფორმაციას “Daily Mail” ავრცელებს.
„ჩვენ ვაცნობეთ რუსებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი გაემგზავრებოდა კიევში. ჩვენ ეს გავაკეთეთ მის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე “, – განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს ორშაბათს საუბრისას მას შემდეგ, რაც ბაიდენმა უკრაინა დატოვა.
ბაიდენმა ვაშინგტონი ფარულად დატოვა კვირას დილის 4:15 საათზე, გაფრინდა პოლონეთში და შემდეგ 10 საათი მატარებლით მგზავრობდა, რათა შეეძლო უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გვერდით დგომა რუსეთის შეჭრის ერთი წლისთავამდე ოთხი დღით ადრე.
წყარო: mpn.ge