დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა – თეა წულუკიანმა ქეთა გაბიანს სასამართლო მოუგო

0
4527
19 Views

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეა წულუკიანის მიმართ მუქარის შემცველი ფეისბუქ პოსტის გამო, მოქალაქე ქეთა გაბიანი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

ამ ინფორმაციას თავად თეა წულუკიანი ავრცელებს.

საქმე ეხება 1 წლის წინ, ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც შეურაცხყოფასა და მუქარას შეიცავდა და ის ავტორმა მალევე წაშალა, თუმცა წულუკიანმა მას უჩივლა და გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

“ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.

მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა – ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.
ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია! მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!”– წერს თეა წულუკიანი.

იხილეთ პოსტი, რომელიც ქეთა გაბიანმა თეა წულუკიანის მისამართით გამოაქვეყნა გასულ წელს.

წყარო: mpn.ge

Cesko