ბორელი: მშვიდობის მისაღწევად უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა იმაზე მეტად, ვიდრე დღეს

0
359
16 Views

უკრაინის ომმა გამოკვეთა საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობა. ეს იყო ევროპისთვის გამოღვიძება, გეოპოლიტიკური გამოღვიძება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს იყო მთელი ევროპის გამოღვიძება. ჩვენთვის ეს იყო ახალი რეალობა. ეს იყო ომი, რომელიც ჩვენი ინტელექტუალური ჰორიზონტიდან შორს იყო. ჩვენ შევამცირეთ თავდაცვისკენ მიმართული ღონისძიებები და ამის დასტურია ჩვენი სამხედრო მარაგების უკიდურესად დაბალი დონე და ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდული შესაძლებლობები, რაც მარაგების შევსებას სჭირდება.

დიახ, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო გამოღვიძება, რადგან საბრძოლო მოქმედებების დაწყებამ ახალ სამყაროში გადაგვიყვანა. სამყაროში, სადაც ყველაფერი გეოპოლიტიკურ დებატებად იქცა და რომელსაც ევროკავშირმა გასცა პასუხი. დღეს თქვენზეა დამოკიდებული განსაჯოთ ორგანიზაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები. თქვენ უკვე იცით, რაც გავაკეთეთ და მე არ ვაპირებ გამეორებას. როგორ აფასებენ ამას ევროპის მოქალაქეები? სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

რა გავაკეთეთ? ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინას სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური, დიპლომატიური თვალსაზრისით რამდენადაც შეგვეძლო. რაც გავაკეთეთ უკრაინისთვის ბევრია, მაგრამ ჩემი აზრით, არასაკმარისი.

ახლახან ვიმყოფებოდი უკრაინაში კომისიის პრეზიდენტთან და ჩემს კოლეგა კომისრებთან ერთად, ასევე ვესწრებოდი ევროკავშირ-უკრაინის სამიტს. უკრაინაში მე კიდევ ერთხელ ვნახე ხალხი, რომელიც იცავს ფუნდამენტურ უფლებას, ისინი იცავენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

დღეს სამხედრო მდგომარეობა ადგილზე უკიდურესად შემაშფოთებელია. 360 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია ანუ ორჯერ მეტი ვიდრე ომამდე. რუსული კონტრშეტევა დაიწყო, თუმცა მცირე მასშტაბით. ომი გრძელდება და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოები აგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

ჩვენ გუშინ რამშტაინის ფარგლებში შევხვდით იმ ქვეყნებს, რომლებიც კოორდინაციას უწევდენენ უკრაინის სამხედრო დახმარებას. მიზანი იყო გვენახა, თუ სად ვართ, რა გავაკეთეთ, რა მივეცით უკრაინას დახმარების სახით, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად. მათ სჭირდებათ მეტი საბრძოლო მასალა და მეტი წვრთნა. მოვახდინეთ დემონსტრირება, რომ ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე. მე ომი ისე მიყვარს, როგორც ნებისმიერ თქვენგანს, ვინც ამ დარბაზში იმყოფებით. არ მიყვარს ომი. რა თქმა უნდა, სიმშვიდე მირჩევნია,როგორც თითქმის ყველა თქვენგანს, როგორც ყველას და არ გვჭირდება ამის გამეორება.

მაგრამ ის, რაც ჩვენ უნდა ხშირად გავიმეოროთ და განვიხილოთ, არის ის, თუ როგორ მიიღწევა მშვიდობა. მშვიდობის მისაღწევად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა იმაზე მეტად, ვიდრე დღეს. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი ფუნდამენტური გზავნილი.

მშვიდობის მოსაპოვებლად, ჯერ ომი უნდა მოიგო. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და ამავდროულად, ყველა საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავთ, რათა მშვიდობა უკრაინაში რაც შეიძლება მალე დადგეს. ეს არ არის ორი ალტერნატიული ან ურთიერთგამომრიცხავი რამ, რადგან ჩვენ უნდა გააკეთოთ ორივე ერთდროულად. მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და მეტ დიპლომატიურ ძალისხმევას მივმართოთ. მალე გაეროს ასამბლეაზე მექნება ამის საშუალება და ვთხოვ გენერალურ მდივანს , ანტონიო გუტერესს დაიწყოს, თუ მას შეუძლია და სურს პროცესი. შუამავლობა, დიალოგი, რომელიც აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან ყველა, ვინც პუტინს ესაუბრა, დაბრუნდა გზავნილით, რომ რუსეთს სურს ამ ომის გაგრძელება, სანამ არ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს“, – განაცხადა ბორელმა.

Cesko