დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

0
650
22 Views

2022 წლის საპატიო თბილისელები გამოვლინდნენ. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა ქართველ დიზაინერს, “ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას მიანიჭეს.

საპატიო თბილისელები ასევე გახდნენ:

შალვა ამონაშვილი – მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;
თენგიზ არჩვაძე – მსახიობი;
ტარიელ ჭანტურია – მთარგმნელი, პოეტი;
ჯემალ ღაღანიძე – მსახიობი;
მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი, პედაგოგი;
მინდია უგრეხელიძე – სამართალმცოდნე;
ვახტანგ ჯავახაძე – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;
ჯემალ სეფიაშვილი – კომპოზიტორი;
ბადრი ვადაჭკორია – ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;
გურამ ბექაია – ფიზიოლოგი, მეცნიერი;
ილია ხეროდინაშვილი – ინჟინერი, მეცნიერი;
ლაურა იაშვილი – მუსიკოსი, პიანისტი;
რევაზ ასათიანი – ინჟინერ-მშენებელი;
ვახტანგ დავითაია – არქიტექტორი, პედაგოგი;
მაია გოთუა – ალერგოლოგი, იმუნოლოგი;
ვან ბაიბურთი – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;
ჰასან ჰასანოვი – აზერბაიჯანელი დიპლომატი;
ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) – ფრანგი პიანისტი;
ელდარ შენგელაია – რეჟისორი;

Cesko