დიქტატურის და ფაშიზმის რეალიზაციის დიდოსტატმა, «მიხეილ უკანასკნელმა», შინაური და გარეული მტრის შემაშინებელი სახე ნაცლიდერებთან ერთად შექმნა; აუტანელი პირობებით გულაგის მსგავსი ციხეები ააშენა; ხალხის დასატერორებლად მოიერიშე ბრიგადები შექმნა; საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ბიზნესი მარწუხებში მოაქცია; კანონის გვერდის ავლით მოქალაქეებს უთვალთვალებდნენ, თვითნებურ დაჭერებს აწყობდნენ; ინტელიგენციას და მოაზროვნე ადამიანებს წნეხში ატარებდნენ; მკაცრად აკონტროლებდნენ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებით – ტელევიზიას. «არანაცური» აზროვნება სამშობლოს ღალატის სინონიმად აქციეს; მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარეს თავი.
ნაცხროვას «დამხეცებული» ჰქონდა საჭირო დროს მარტივ მამრავლებად დაყოფა და საჭირო მომენტში შედუღაბება. თუმცა ამჟამად პირველობისთვის ბრძოლამ ისე გაიტაცა ისინი, ერთმანეთის ლანძღვით, გინებით, წამოძახებით და კორტნით არიან დაკავებულები. მართალია, პოლიტიკურად გაკოტრდნენ, საზოგადოების თვალშიც გაბანძდნენ, მაგრამ, მათგან მართული, მსუყედ დაფინანსებული მედია, გედის სიმღერის ფონზე, გააფთრებული ცდილობს, მათი სისხლიანი, კრიმინალური წარსული მოსახლეობას დაავიწყოს და «ოცნებაზე» შეთხზული ზღაპრებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს…
უცხოურ პრესაში წერილს წერილზე «აცხობენ», როგორ «კლავენ» «რეფორმატორ და დემოკრატ» პრეზიდენტყოფილს.
მიმდინარე თვეში გამოქვეყნებულ წერილში «თიმე» (აშშ): «ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ნელ-ნელა კლავენ»; «Dერ თაგესსპიეგელ» (გერმანია): «ისინი მას ნელ-ნელა კლავენ»: ექს-პრეზიდენტი საპყრობილეში თავისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის». «თჰე ჟერუსალემ Pოსტ» (ისრაელი): «უკრაინა საქართველოს სთხოვს, რომ ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წამება შეწყვიტოს»; «Iსრაელ Hაყომ» (ისრაელი): «ისინი ჩემი შვილის მოკვლას ცდილობენ» – ყოფილი პრეზიდენტის დედა მსოფლიოს ემუდარება». «თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ» (აშშ): «დასავლეთს შეუძლია დადგეს დემოკრატიის დასაცავად და ჩემი სიცოცხლე გადაარჩინოს» (ავტორი – მიხეილ სააკაშვილი).
სამწუხაროდ, აღნიშნულ და მანამდეც უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებში, სადაც მიხეილის ბედით არიან დამწუხრებულები, არავინ ახსენებს 2004-12 წლის ციხეებს, დაღუპულ, გამოშიგნულ პატიმრებს, კრიმინალებად «მონათლულ» ჩახოცილ ახალგაზრდებს, განსაკუთრებული სისასტიკით დარბეულ, მშვიდობიან მიტინგებს და უამრავ უკანონო ქმედებას, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება ყოველდღე სჩადიოდა.
დიახ, დასავლეთი სწორედ მიშასნაირ ლიდერებს ძერწავს, შემდეგ ქვეყნისა და ხალხის დასამხობად უშვებს, ქებისა და დიდების კორიანტელში ახვევს და დემოკრატიის შუქურად ნათლავს. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც მიშას ტერორს ცხრა წელი გაუძლო, ხელისუფლებას საყვედურობს, რომ დაიღალა «მიშას ცირკის» ყურებით, ნაცლიდერების მავნებლობით, მათი მხრიდან განხორციელებული მუქარით.
დღეს «მსოფლიოს მამებს» სწორედ მიშასნაირი გარეწრები სჭირდებათ ქვეყნების დასამონებლად და გასანადგურებლად. თვალსაჩინო მაგალითია «რუსეთთან მებრძოლი გმირი» ზელენსკი, რომელსაც უკრაინის ნაწილიც დაკარგული აქვს და ასიათასობით უკრაინელის სიცოცხლეც. მიხეილის მიმართ მისი სიყვარული, თანაგრძნობა და მსგავსება კი იმითაა გამოწვეული, რომ არც მიშაა ქართველი და არც ზელენსკი — უკრაინელი. შესაბამისად, მათი მიზანი იმ ქვეყნების განადგურება გახლდათ, სადაც მათმა «მძერწავებმა» მიავლინეს!..
მძიმე მოსასმენი და სანახავია, წარსულში მიშასთან მებრძოლი განაცებული და შემდეგ გაბანძებული «სასტავი», რომლებსაც სოციალურ ქსელში შესაბამისი ეპითეტებით ამკობენ. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე წლების უკან, ნაცრეჟიმთან ბრძოლით და მათი მხილებით იყო დაკავებული. მაგრამ ხვლიკისფერის დანახვაზე თავდაც ფერი იცვალა, ვარცხნილობაც შეიცვალა და მაგრადაც «გაიზმანა». აი, რას წერდა ის წარსულში:- «ეს კლინიკა დასაქმებულია იმით, რომ ხელოვნურად გააჩინონ ბავშვები, რომლებიც შემდგომ გაჰყავთ საზღვარგარეთ და იყიდებიან ჰომოსექსუალურ წყვილებზე. ამის დოკუმენტები ფაქტობრივად, თავმოყრილი მაქვს, საქმიდან როგორც ირკვევა, ამ კლინიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სანდრა რულოვსს. მიმდინარეობს გარკვევა, თუ რამდენად იყო სანდრა რულოვსი ამ საქმეში ჩართული, კერძოდ, ქართველი ბავშვების ჰომოსექსუალურ წყვილებზე გაშვილებით». ამ და სხვა მრავალი მხილების ავტორი დღეს სააკაშვილს და, შესაბამისად, «ნაცმოძრაობას» იცავს და დარწმუნებულია, «აქ იქნება თუ სტრასბურგში მიშას გადავადების საქმე მოგებულია», არადა, შესანიშნავად იცის, რომ მიშას ზეობის ხანაში, ბოლო სტადიის ონკოლოგიურ ავადმყოფ პატიმრებს ციხეებში კლავდნენ და გადავადებით არ ათავისუფლებდნენ. უმძიმეს ავადმყოფ პატიმრებს კი რეანიმაციაშიც «კანდალებს» ადებდნენ. მათი 80% უდანაშაულო გახლდათ. სააკაშვილმა ქვეყანა დააქცია, მოსახლეობა გაანადგურა. ახალი პროვოკაციის მოწყობის მიზნით არაჟანში «ჩაუპაკოვკებული» დაბრუნდა და ჰაიკლასის პალატაშიც არ უნდა სასჯელის მოხდა.
განაცებული, აღშფოთებული «გუბაზიკო» ირიბი მუქარიდან პირდაპირზე გადავიდა: «მე ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, იმიტომ რომ ბევრი ვიცი და ბევრ ადამიანთან მილაპარაკია, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გაიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ფიზიკურად. სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ, გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ? მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს, ქართული ემიგრაცია არ დათმობს. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც გვეყოლება, მთელი ცივილიზებული სამყარო, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს», — მუქარას შევეჩვიეთ, მაგრამ ზნეობაზე რომ ღაღადებს «გუბაზიკო», რაღაც მეხამუშება.
წვრილფეხა ნაცებიც არ გვაკლებენ მუქარას, მაგრამ «სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი», გიორგი ჩალაძის განცხადებამ დამცა: «თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა». წესით, «გუბაზიკო და სიყვარულოვიჩი» შესაბამის სამსახურში ახსნა-განმარტებას უნდა წერდნენ, თუ გაუქმდა მუხლი 317, რომლის დისპოზიციაც ასე «გამიყურებოდა»: «მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე, ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება»…
მედიაში თუ სოციალურ ქსელში განუწყვეტლივ ტრიალებენ «ავადმყოფ-არესტანტი» სააკაშვილი და «მასხარა გმირი» ზელენსკი. საზოგადოების დიდი ნაწილი მათ უარყოფითი კომენტარებით ამკობს. თავის «პოსტში» უმრავლესობის აზრი საუკეთესოდ გამოხატა ნინო ახობაძემ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
«ომიდან პერერივზე გამოსული უკრაინის პრეზიდენტი ჩვენი პრეზიდენტყოფილის ფოტოებს რომ აფრიალებს და მსოფლიოს ამცნობს «რა დღეში ყავთ საბრალო მიშა საქართველოში» ამასთან დაკავშირებით ბევრი სტატუსი წავიკითხე მეგობრების ვოლებზე, რატომ არ იღებს ზომებს ჩვენი მთავრობა და არ სცემს საკადრის პასუხს ამ ბოროტ შოუმენს?!.
…გული მერევა უკვე ამ ორი მონსტრის ძალაუფლების გადანაწილების სისხლიან სპექტაკლზე, არც ევროპელი ვარ, არც რუსი! ჩემი საცოდავი ქვეყნის შვილი ვარ, რომელსაც უბრალოდ სიცოცხლე მინდა სიმშვიდეში აღარ მინდა ომი და ნგრევა, აღარ მინდა ტელევარსკვლავები მიშა და ვოლოდიმირი… დავიღალეთ…»
დიახ, მართლაც დავიღალეთ — ცხრა წელი ტერორში, სისხლიან რეჟიმში ვიცხოვრეთ და თერთმეტი წელია, «ნაცხროვა» არ გვასვენებს, გადატრიალებით, პროვოკაციებით და ომით გვემუქრება.
ქეთევან ზარნაძე, ყოფილი პოლიტპატიმარი; “საერთო გაზეთი”