44 Views
დღეს “ალიამ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალტ–ინფოს მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, კონსერვატიულმა მოძრაობამ სახელი და თავმჯდომარე შეიცვალა.
ზურაბ მახარაძის ნაცვლად, პარტია “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო” (ახალი სახელი), თავმჯდომარე გახლავთ გიორგი ქარდავა.
თავმჯდომარის შეცვლის შესახებ ინფორმაციას, პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია, გამოცემა “პუბლიკასთან” ეხმაურება და ამბობს:
“არაფერი შინაარსობრივად დიდი [ცვლილება] არ არის, უბრალოდ ზურასთან დაკავშირებით სხვა რაღაც აქტივობებს ვაპირებთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე და ვინ არა. ცხადია რჩება პარტიაში, ჩვენთანაა. უბრალოდ თავმჯდომარე არ არის”