რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას – ლალი მოროშკინას პირდაპირმა ეთერმა რუსულ არხზე შედეგი გამოიღო

February 14, 12:03
0
3723

პიარმენეჯერი და პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა მოხარულია, რომ მისი გამოსვლის შემდეგ რუსული ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას, ამ თემასთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

გიზო ნიშნიანიძე: “რაცა გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს ეს არის, ეს არის, ეს არის მთვარი!”

დედა!
გპირდები,
მე წაგიყვან დის,დეიდა ნანას საფლავზე,
ჩვენ ღირსეულად პატივს მივაგებთ სოჭელი წინაპრების ხსოვნას!
ნატანჯო ქართველებო,ჩემო ძვირფასო
მეგობრებო,ნაცნობებო და უცნობებო,
არ წყდება თქვენი ზარები,
ჩემო მონატრებულო,
გადახვეწილო თანამოქალაქეებო,
ჩნდება შანსი,
თქვენი დუხჭირი ყოფის გაადვილების.შვილების და მშობლების მონახულების!
თუ ჩემი წვლილი ამ პროცესში 0,00001%
იქნება, უბედნიერესი ვიქნები!
P.S. ვინც აქამდე გვამუნათებდა, იმათ ვიზა არ ჭირდებათ,
ისინი დიდი ხანია რუსეთის მოქალაქეები და საქართველოს მტრები არიან!!!!

ლალი მოროშკინას პირდაპირი ჩართვა რუსულ ტელეარხ “Звезда”-ზე, რომელმაც საზოგადოება, მათ შორის ემიგრანტები, აღაფრთოვანა (ვიდეო)

 

Cesko