ახლახანს ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს! – სახე დასახიჩრებული აქვს და ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული

February 13, 20:35
0
1048

ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში ქალის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება და სახე დასახიჩრებული აქვს. მათივე თქმით, 45 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გ ა ნ ა ხ ლ ე ბ ა:

ქალის ცხედარი იდენტიფიცირებულია. მოკლული ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია და 50 წლამდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დააკავა მკვლელობაში ბრალდებული ქალი.

Cesko