20 Views
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 22 წლის ბიჭია. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 2 ადამიანი, ისინი ფოთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, დაღუპული ახალგაზრდა სოფელ აცანაში ცხოვრობდა და შემთხვევის დროს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
“ინფო რუსთავი”