ეჭვიანობის გამო ბავშვობის მეგობარი ხუთი გასროლით მოკლა – მარტყოფში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები

0
1517
29 Views

სისხლიანი ანგარიშსწორება ტაძართან – მარტყოფში ახალგაზარდა კაცი მოკლეს. 34 წლის გოჩა ჯერენაშვილს ბავშვობის მეგობარი ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლით ადგილზე მოკლა.

თავდაპირველად დამნაშავე გაიქცა, მოგვიანებით კი ნიკა სალთხუციშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაულიც აღირა. ამ დრომდე სასტიკ დანაშაულში მხილებულ კაცს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ. მოკლულ ახალგაზრდას კი ოჯახი გლოვობს.

მეგობრებს შორის დაპირისპირების მიზეზი

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული და თავდამსხმელი ახლო მეგობრები და ნათესავები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

Cesko