წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს დამანგრეველი მიწისძვრა არ ელოდება, მაგრამ მისივე ცნობით, შესაძლებელია ოყოს მცირედი ბიძგები, მაგრამ არა დამანგრეველი.
„თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა არ იქნება; პატარა ბიძგები კი, მაგრამ 8-10 ბალი – არასდროს! წინასწარ არავის ძალუძს (არც აპარატურას) განსაზღვროს დრო და ადგილი მიწისძვრისა — ასეთი რამ არ არსებობს.
მე კი მაქვს ასპროცენტიანი წინასწარი ხედვები, რომლებიც რეალურადაც სრულდება, მაგრამ დროს არ ვხედავ და არც ვასახელებ.
ეს არის დივერსია, მორალური ზემოქმედება, მასების ფსიქოზი. ჯერ იყო და აცხადებდნენ, რომ შენობაში ბომბია – ხან აქ, ხან იქ, მაგრამ მერე არენა ეცოტავათ და ფართო მასშტაბიანი ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყეს.
ეს ბლეფია!”,- წერს ლელა კაკულია.
წყარო: statiebi.club