საგანგაშო ცნობა: „შეტყობინებები მივიღეთ, რომ საღამოს საათებში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაა მოსალოდნელი!“- ქართველი ემიგრანტი

0
1693
23 Views

ქართველი ემიგრანტის, ია ბირკაძის ინფორმაციით, რომელიც ქალაქ მერსინიდან გვეკონტაქტება, საცხოვრებელ სახლებში შესვლა აეკრძალათ და გადაწყვიტეს, ქალაქგარეთ გასვლა.

მისივე ცნობით, ტელეფონებზე შეტყობინებები მიიღეს, სადაც ვკითხულობთ, რომ საღამოს საათებში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაა მოსალოდნელი.

„ყველას შეტყობინება მოგვივიდა, საღამოს 5-დან 8-საათამდე მორიგ მიწისძვრას ელიან, რომლის სიმძლავრეც 8 მაგნიტუდას შეადგენს. გამოგვირთეს სენსორები, გვაფრთხილებენ, რომ სახლებში არ დავბრუნდეთ. ჩვენც დავტოვეთ ბინა და ქალაქგარეთ გავდივართ, სადაც საფრთხე არ დაგვემუქრება.” – გვითხრა ემიგრანტმა.

mix.metronome.ge

„პრაიმტაიმს“ ქართველმა ემიგრანტმა, ია ბირკაძემ ქალაქ მერსინიდან კადრები გამოუგზავნა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსი შუაზეა გადახსნილი.

Cesko