“ცუდად ვარ ორი დღეა, ისეთ სტატუსებს და პოსტებს ვხედავ, მაკანკალებს…” – რას წერს თიკა ჯამბურია?

0
489
15 Views

მომღერალი, თიკა ჯამბირია პროექტ “ვოისის” ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს, რომ მართალია სხვა კონკურსანტს გულშემატკივრობდა, თუმცა გამარჯვებულს წარმატებებს უსურვებს.

“საერთოდ არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ ცუდად ვარ ორი დღეა, ისეთ სტატუსებს და პოსტებს ვხედავ, მაკანკალებს !!!!!

ისე მაგრად, როგორც ქართველ ხალხს ერთი ადამინის, ამოჩემება და ჩაქოლვაში გვერდით დგომა გამოგდით, ეგრე მართლა არაფერი არ გამოგდით.

მიუხედავად იმისა, რომ ლიკა სირაძე და თინა დათიკაშვილი იყვნენ ჩემი ფავორიტები და ძალიან გამიხარდებოდა მათ მოეგოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგოს ქვები ვესროლო, ვლანძღო და ვწყევლო ….. რა ხდება, ხალხოოო!!! რა დღეში ხართ, მცხვენია მართლა თქვენ მაგივრად, ისეთ სტატუსებს წერთ.

დიახ, მეც არ მომეწონა მისი ინსტერვიუ, დიახ ჩემს გემოვნებაშიც სხვა მომღერალი უფრო ჯდებოდა, მაგრამ ამ გოგოს შრომისმოყვარეობამ და მონდომებამ ამ კონკურსის ფარგლებში ჩემი გაოცებაც გამოიწვია, ვხედავდი როგორ იყო მონდომებული და ვხედავდი თუ, როგორი განსაკუთრებული და გამორჩეული სურვილი ქონდა ევროვიზიის …. ასე რომ, არაუშავს, ისწავლეთ თანაგრძნობა, ისწავლეთ სხვების გრძნობების და სურვილების გაგებაც. ამ უნიჭოერეს ბავშვებს წინ უზარმაზარი გზა და მომავალი აქვთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ, იმიტომ, რომ მონდომებული და ნიჭიერი ადამიანები არ იკარგებიან …… ირუს კი წარმატებები იმ გზაზე, რაც აშკარად მისი ცხოვრების აზრი იყო… და აცადეთ ადამიანებს და შეარგეთ ოცნებების ახდენა “, – წერს ჯამბურია.

შეგახსენებთ, რომ პროექტ “ვოისის” ფინალს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი შედეგის გაყალბებაზეც მიანიშნებს.

tia.ge

Cesko