„სრულიად მარტო ვზრდი, მამის ნათესავები ბავშვს არ აღიარებენ, მე­ზობ­ლე­ბიც არ გვცნო­ბენ…” – როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის შვილი, რომელიც მის დაკრძალვაზე დაიბადა და რატომ არის დაპირისპირება ახლო ნათესავებში

0
1070
23 Views

უკვე ექ­ვსი წელი ხდე­ბა, რაც “ტაში ბიჭო გი­ორ­გუ­ნას”, ცეკ­ვა “რა­ჭუ­ლის” შემ­ქმნე­ლი, ხალ­ხის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი ხე­ლო­ვა­ნი და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძე მო­უ­ლოდ­ნე­ლად სცე­ნა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა…

დაკ­რძალ­ვის დღეს, 3 იან­ვარს მისი ვაჟი და­ვით-თევ­დო­რე და­ი­ბა­და… და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის ქვრი­ვი მზია ჯინ­ჭა­რა­ძე სა­უბ­რობს, თუ რო­გორ იზ­რდე­ბა მათი ვაჟი და რო­გო­რია ოჯა­ხის დღე­ვან­დე­ლო­ბა.

„არ მინ­დო­და მე­ლა­პა­რა­კა, მაგ­რამ გული ძა­ლი­ან მტკი­ვა… მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რომ და­თუ­ნი­კას ყავს და, ძმა, ძმიშ­ვი­ლე­ბი, დიშ­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ არ­ცერ­თი ამ ბავ­შვს არ ცნობს, არ აღი­ა­რე­ბენ და არც ეკა­რე­ბი­ან… ამის გამო ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი მაქვს… დნმ-იც კი გა­ა­კე­თეს და და­დას­ტურ­და, ან რა სა­ჭი­რო იყო, როცა მა­მის კო­პი­ოა შვი­ლი?! არ მინ­და ბავ­შვის­თვის კე­დე­ლი ვიყო, ღვთის ან მის წი­ნა­შე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ვი­დი­ნო… მო­ვინ­დო­მე თა­ვი­სი­ან ბავ­შვებს ჩა­ხუ­ტე­ბო­და, მაგ­რამ არ ქნეს, არ უნ­დათ… სრუ­ლი­ად მარ­ტო ვზრდი და მე თვი­თონ მიკ­ვირს. ექ­ვსი წლის გახ­დე­ბა მალე და აქამ­დე რო­გორ მო­ვე­დით. ღმერ­თი გვეხ­მა­რე­ბა და მა­მა­მი­სი იმ ქვეყ­ნი­დან, მისი სა­ხე­ლი.

და­ვით-თევ­დო­რე მამის ძეგლ­თან ყო­ველ დი­ლას მი­დის და უებ­ნე­ბა, მამა გა­მარ­ჯო­ბა, რო­გორ ხარო… რა­ღაც ისე მოხ­და, რომ ნაკ­ვე­თი გა­ი­ყი­და, და­თუ­ნი­კას ძეგლიც იქ მოყ­ვა და მყიდ­ვე­ლი ვასო ფხა­კა­ძე იყო. მან რო­გორც კი გა­ი­გო ძეგლის შე­სა­ხებ, ბავ­შვს და­უბ­რუ­ნა, ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა…

ბრძო­ლე­ბი მი­წევს, მაგ­რამ ალ­ბათ ესეც სა­ჭი­როა, რომ გავ­მაგრდე. უფა­ლი გვცდის, რომ არ დავ­სუს­ტდეთ…

დედა ცო­ცხა­ლი აღარ მყავს… ჩვენ დევ­ნი­ლე­ბი ვართ და ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ყვე­ლა გაკ­რე­ფი­ლია, ზოგი სა­ზღვარ­გა­რეთ, ზოგი რუ­სეთ­ში. ჩემი და კი მეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ჩემ­გან შორს, ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობს… ასე ვარ, სრუ­ლი­ად მარ­ტო. რა­ტომ­ღაც სო­ფელ­ში მე­ზობ­ლე­ბიც და­თუ­ნი­კას და-ძმა­ნის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რე­ბენ და არ გვცნო­ბენ. ალ­ბათ სურთ, ამ იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნით ცუ­დად გავ­ხდე… ბავ­შვი სად­მე გამ­ყავს, სა­დაც სიყ­ვა­რულს იგ­რძნობს, თო­რემ აქ ვერ გრძნობს. ბავ­შვე­ბი კა­რებს კე­ტა­ვენ და მშობ­ლე­ბიც არ უღე­ბენ. ამი­ტომ შემ­ყავს თბი­ლის­ში სკო­ლა­ში, რომ არ მინ­და აქ სტრეს­ში გა­ი­ზარ­დოს.

კარ­გა ხა­ნია ჩემი პრო­ფე­სი­ით აღარ ვმუ­შა­ობ… ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტი – გოჩა ენუ­ქი­ძე ბავ­შვის ნათ­ლი­აა. იგი გვეხ­მა­რე­ბა, სამ­სა­ხუ­რიც გა­მო­მი­ძებ­ნა… და­თუ­ნი­კას შე­მოქ­მე­დე­ბის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი მაქვს, სა­ი­და­ნაც სამ თვე­ში ერთხელ 400 ლა­რამ­დე შე­მომ­დის… ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, ბავ­შვი რომ სად­მე მან­ქა­ნით წა­ვიყ­ვა­ნო, ბენ­ზი­ნის ფასი სულ უფრო და უფრო იზ­რდე­ბა… თბი­ლი­სის ბინა და­ვა­გი­რა­ვე, შემ­დეგ ისევ გა­და­ვა­გი­რა­ვე და რაც დარ­ჩა, იმ ფუ­ლით რა­ჭა­ში ვე­ნახს მივ­ხე­დე. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე ვარ­თმევ თავს.

ახლა უკვე ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ეტა­პი გვე­წყე­ბა, სექ­ტემ­ბერ­ში ბავ­შვი სკო­ლა­ში შე­დის… ვზი­ვარ და ვფიქ­რობ, სად წა­ვიყ­ვა­ნო, ქა­ლა­ქად თუ აქ… მის ნათ­ლი­ას – გოჩა ენუ­ქი­ძეს რომ ვკი­თხე, აუ­ცი­ლებ­ლად ქა­ლაქ­შიო… ვუ­თხა­რი, ბავ­შვს მამა არ ყავს, ქა­ლაქ­ში მე­ში­ნია, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში უნდა ვსდიო და კერ­ძოს სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, მე ვარ აგერ, კერ­ძო სკო­ლა მო­ძებ­ნე, შე­იყ­ვა­ნე და და­ვა­ფი­ნან­სე­ბო…

სკო­ლა კი მაგ­რამ, იმის დარ­დი მაქვს რა­ჭის ამ სახ­ლს და ეზოს რა ეშ­ვე­ლე­ბა… ბე­ტო­ნი ჩა­ვას­ხი, უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია შე­მო­ვა­კა­ვე და სა­დაც არ მი­ვე­დი, დახ­მა­რე­ბა ვი­თხო­ვე, ყველ­გან ახ­სოვთ და­თუ­ნი­კას სი­კე­თე. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ და­თუ­ნი­კა იქე­დან გვეხ­მა­რე­ბა, ერთი წუ­თი­თაც გვერ­დი­დან არ მომ­ცი­ლე­ბია”, – განუცხადა “ამბებს” მზია ჯინ­ჭა­რა­ძემ.

ambebi.ge

Cesko