რა გავლენა ექნებოდა საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას – ახალი კვლევის შედეგები

0
391
18 Views

საგარეო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები – ექსპერტების განცხადებით ამ მიმართულებით შეზღუდვები ეკონომიკის 11,4 მეათედი პროცენტით ვარდნას გამოიწვევდა, გაიზრდებოდა უმუშევრობა და ინფლაცია, პროცესების გათვალისწინებით კი ქვეყანა ეკონომიკის რეალური სექტორის მნიშვნელოვან სეგმენტს დაკარგავდა. სპეციალისტების შეფასებით, არსებობდა იმ ორნიშნა მაჩვენებლის დაკარგვის რისკი, რომელსაც საქართველო უკვე ორი წელია ინარჩუნებს. ანალიტიკოსები შედარებას პანდემიის პერიოდის ეკონომიკურ ვითარებასთანაც აკეთებენ და ამბობენ რომ მაშინ როდესაც კოვიდის დროს 6 პროცენტიანი ეკონომიკური კლება მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობასა და ბიზნესზე უარყოფითად აისახა, 11 პროცენტიანი შემცირება გაცილებით მასშტაბურ პრობლემებს შექმნიდა.

კვლევის შედეგებს ნაწილობრივ იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია. თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ რომ ზარალის მსგავს მასშტაბზე საუბარი გადაჭარბებულია.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებზე შეერთების პარალელურად – ვაჭრობის, გზავნილებისა და ინვესტიციების მიმართულების შეზღუდვა, საქართველოსთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა. მათივე განმარტებით ამ საკითხით მანიპულირების უკან გარკვეული პოლიტიკური ძალების მიზანი იდგა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. “საქსტატის” ინფორმაციით 2022 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები რეკორდულ ნიშნულზეა.

Cesko