“ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიპარსავს და მუცელს შეწევს, აბსოლუტურად შესაძლებელია ასე გამოიყურებოდეს” – ვოლსკი სააკაშვილზე

February 3, 08:16
0
957

ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიპარსავს და მუცელს შეწევს, აბსოლუტურად შესაძლებელია ასე გამოიყურებოდეს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„აბსოლუტურად შესაძლებელია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიკრიჭავს და არ გაიპარსავს, მუცელს შეწევს და მითუმეტეს თუ რეზექცია აქვს გაკეთებული და წონა აქვს დაკლებული, ბევრი გვინახავს…“, – ასე უპასუხა ვოლსკიმ წამყვანის რეპლიკას, “ხომ ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდა”.

ვოლსკის განცხადებით, არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოჩნდა,არც ოჯახის წევრი, რომელიც მოუწოდებს სააკაშვილს, რომ ნუ იზიანებს თავს ამ დონეზე.

„სააკაშვილს კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული, ყველამ იცის. ამას არ მალავენ და ამბობენ. საჭმელს არ იღებს იმ რაოდენობით და კალორაჟით, რომელიც უნდა მიიღოს. ოჯახს რომ ეკითხები, რატომ არ მოგაქვს კალორაჟით, გეუბნება, რა ვიცი, ვყიდულობ სადღაც და მომაქვს. ადამიანი არათუ საჭმელს არ იღებს, დანიშნულებას არ იღებს, ექსპერტიზაზე უარს აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა ზუსტად შეფასდეს, უფრო მეტიც უარს აცხადებს, ნებისმიერ უცხოელ ექიმზე, რომელსაც ჩვენი სისტემა მიიღებს და მიუჩენს, თუნდაც მკურნალობაში და ექსპერტიზის დონეზე. ახლა ეს ადამიანი არის კაპრიზებით. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოჩნდა, რომელიც მოუწოდებს, არც ოჯახის წევრი, რომ ნუ იზიანებს თავს ამ დონეზე. ვერ ყლაპავს საჭმელს, თორემ როგორ არ შეჭამდაო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Cesko