26 Views
ლენუკა ყიფშიძე პასუხობს ჟურნალ „გზის” კითხვას, როდის დაეუფლა ბოლოს უსამართლობის განცდა:
„მამაჩემთან დაკავშირებით ყოველთვის უსამართლობის განცდა მაქვს. რაც მან თავის პროფესიაში დღემდე გააკეთა, სათანადოდ ვერ დაფასდა. ზურა ყიფშიძე დღეს ისე არ უნდა ცხოვრობდეს, როგორც ცხოვრობს. ეს ყოველთვის მაწუხებს და გული მწყდება – საქართველოში ერთი ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რა პრობლემებიც ზურას აქვს, მოუგვაროს, დაეხმაროს… ის დეპრესიულ სიტუაციაში არ უნდა იყოს…”