21 Views
კუნძულ კრეტაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ქართველი მამა-შვილი ფიგურირებს. საბერძნეთის პოლიცია 48 წლის მამას 18 წლის შვილთან ერთად ეძებს. გამოძიების ინფორმაციით, მამამ შვილთან ერთად, 53 წლის ადგილობრივი საკუთარ სახლშივე წებოვანი ლენტით დააბა, სასტიკად აწამა, შემდეგ კი გაგუდა.
ძაღლი კუნძულ კრეტაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მეზობლებმა შენიშნეს. ადგილობრივები ცხოველის უცნაურმა ქცევამ დააეჭვა. პატრონიც არსად ჩანდა. ამ ხნის განმავლობაში კი სახლის კარი ღია იყო. ბინაში შესულ მეზობლებს შემზარავი სურათი დახვდათ, სახლში 53 წლის მამაკაცი მოკლული ნახეს.
პოლიციამ თავდამსხმელების ვინაობა უკვე დაადგინა. შემზარავ დანაშაულში საქართველოს ორი მოქალაქეა მხილებული.