“სიმართლე არის ის რომ ამას არავინ მოელოდა..” – ნახეთ რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი მეგი გოგიტიძეზე

July 23, 23:48
0
650

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მომღერალ მეგი გოგიტიძესთან დაკავშირებით აზრს სოციალურ ქსელში აფიქსირებს.
როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, გოგიტიძის ნამღერს მუსიკად ვერ აღიქვამს.
“რაც ჩვენ არ ვიცით იმდენი ქართველია რუსეთში ვერც დავითვლით და რატომ ატყდა მეგი გოგიტიძეზე ეს ამბავი? ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის?
მე მაგალითად მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და შესაბამისად არც მაინტერესებს სად გამოვა და სად იშოვის ფულს!

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვიყვარს ლინჩის წესი და არ აქვს მნიშვნელობა ვის დავუშენთ

ზოგი არ ღირს დამიჯერეთ…

P.S: აი მაგალითად ბექა გოჩიაშვილმა, რომ დაუკრას მოსკოვში სული ამეწვება, კი ბატონო,” – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, მომღერალი მეგი გოგიტიძე სოჭსა და მოსკოვში კონცერტებს გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ამ მიზეზით გაუქმდა გოგიტიძის კონცერტი ბათუმში სექტორ 26-ში.
წყარო:dainteresdi.club

Cesko