სოციალურ ქსელში ემოცური ამბავი ვრცელდება. მოხუც ქალს მგზავრობისას, სავარძელზე დღის ნავაჭრი თანხა დარჩა, რომელიც 18 წლის ბიჭმა იპოვა და პატრონს დაუბრუნა:
„როცა მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ შენთან ერთად ძალიან კარგი ახალგაზრდა მგზავრობს… კოლეჯი „აისის“ დირექციამ მინდა იცოდეს, რომ დღეს მისმა სტუდენტმა, თვრამეტი წლის თამარიანელმა გიორგი ტაბატაძემ მაღალი ადამიანური ღირსება გამოავლინა, ოღონდ მართლა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე…
როგორც აღმოჩნდა, მშვიდობიანელ ქალს, რომელიც ყოვედღიურად დადის წნორში სავაჭროდ და წვალობს ამხელა გზაზე ასეთი რეჟიმით, დარჩენია სავარძელზე ნავაჭრი თანხა…
სამარშრუტოში, რომელშიც ვიმყოფებოდით მძღოლი და სამი მგზავრი მხოლოდ და გიორგის მეტი ვერც ვერავინ დაინახავდა ამ თანხას, მაგრამ მან თანხის შესახებ მძღოლსა და მგზავრებს აცნობა…
გიორგი, კარგი ადამიანი ხარ ნამდვილად და ეს უნდა იცოდნენ აუცილებლად შენმა პედაგოგებმაც, მშობლებმაც და ახლობლებმაც!
გიული, იქნებ აცნობოთ რა დირექციას ამ კარგი ბიჭის შესახებ…
თუ ვინმეს გყავთ გიორგი მეგობრებში, იქნებ მონიშნოთ…” – წერენ სოციალურ ქსელში.