25 Views
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს რუსეთის ფედერაციის ორ კვირაში დატოვება მოსთხოვა.
უწყების ცნობით, ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული ატაცია რუტკა დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც რიგის გადაწყვეტილების შესახებ ნოტა გადაეცა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევას ეხება.
„ლატვიის ხელისუფლების პროვოკაციულ დემარშს დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის მიზნით, შედეგები მოყვება“ , – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს მიხაილ ვანინს სთხოვა, 24 თებერვლამდე დაეტოვებინა ქვეყანა.