27 Views
ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს მთავრობას მიმართავს.
„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? ჰეი, “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს“ , – წერს Twitter-ზე კინზინგერი.
აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას მოჰყვა.