“მიდის წინ აშშ  და თოკზე გამობმული მიყავს უკრაინისკენ ევროპის ტანკები… “დათვი მოგერევა, ბაბაია დაუძახეო”- ფიქრობს გაძარცვული, გათოშილი, თავმოყვარეობა-თავისუფლება დაკარგული ბებერი ევროპა!…”

0
677
24 Views

ერთი- ორი სიტყვა კოლექტიურ დასავლეთზე და საბჭოთა კოლექტივიზაციაზე.
“სსრკ-ს კოლექტივიზაციას საფუძვლად ედო სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაცია და საზოგადოებრივი საკუთრების ყოვლისმომცველი სისტემის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მექანიზმების მეშვეობით. კოლექტივიზაციას თან ახლდა ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიები”.-ეს ვიკიპედიაა.
“კოლექტიური დასავლეთი ახალი ცნებაა. ეს არ არის გეოგრაფიულო სახელდება. ეს არის გარკვეული პოლიტიკური პოზიციის ამსახველი ცნება.
უფრო კონკრეტულად, ამერიკის პოლიტიკური ხაზი დასავლეთთან ერთად. “- ეს მე ვარ-ხათუნა ხოფერია.
იკითხავთ, რამ გამახსენა კომუნისტების მიერ წართმევით, დაშინებით, სისხლით და უბედურებით ჩატარებული კოლექტივიზაცია?
გეტყვით- უკრაინისთვის ტანკების მიწოდების პროცესმა!
ნამეტანი გაუძალიანდა გერმანია ამერიკას. არ მივცემო ტანკებსო უკრაინასო. ჩემიაო, ჩემი ოჯახიზა და მისი უსაფრთხოებიზა მინდაო. არ ვარ მე კულაკის ცოლიო!!! ალმასხანი ვარო მეო! აგერ, ბატონო, აკვირინეო, ილარიონიო, ხალამპრე, ბიზანტიეო და იმათმა მიცენ თუ კარგიაო. დედააა…… იქ ამბავი ატყდა… პოლონეთმა უთხრა, არ შემოიყვან კოლექტივში შენ ტანკებს და საერთაშორისო იზოლაციაში მოგაქცევო. აპააა….
მოკლედ, დიდი შეხვედრაა წარსულთან.
კომუნისტები თუ ძროხებს და თხებს, მიწებს და ნალიებს ართმევდნენ გლეხებს და კულაკებს, ამერიკის კოლექტიური დასავლეთი სულ ვილებს, იარაღის შავ ბაზარზე ნაშოვნ ფულებს, სიმწრით მოპოვებულ ნავთობპროდუქტებს და აფრიკაში გასაგზავნ ხორბალს ართმევს. ეს რა არის, ლეოპარდებს, ჩელენჯერებს, ჰამვეებს აგზავნინებს უკრაინის კოლმეურნეობის სახელზე. აბაა… ეგრე სადააო, კოლექტივიზაციაო! შენც უნდა ჩადო, ამხანაგო ამერიკავ, რამეო და იმანაც არ დააყოვნა… ადრე გაგზავნილ 50 მილიარდს, ერთი 10 ცალი აბრამსის ტანკიც მიაყოლა საძოვარზე!
ასეა, ასე, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. არა და, ეს ძველი ჩვენ კი დავივიწყეთ… ვიომეთ, დავიხოცეთ, ვანგრიეთ და დავინგრიეთ ეს სსრ კავშირი… მაგრამ… იმათ ახსოვთ! მოწონთ! ბაძავენ და გვემუქრებიან კიდეც, რომ ახალ კოლექტივში არ მიგვიღებენ… დიახ, თუ ომს არ დავიწყებთ და 2008 წელს ნაყიდ ტანკებს არ გავაცოცხლებთ მიშასთან ერთად, (დეოლიგარქიზაცია, ანუ განკულაკება, ეგ სხვა ფილმიდანაა და მერე მოგიყვებით. )
მოკლედ, სულ ეს იყო კოლექიური დასავლეთის და სსრკ-ს კოლექტივიზაციის შესახებ!
ასეა, მიდის წინ ამერიკა და თოკზე გამობმული მიყავს უკრაინისკენ ევროპის ტანკები…. როგორც თხები და ძროხებიკომუნისტებს…
-დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო!- ასე თქვა არაკაცმა ალმასხანმა! ასე ფიქრობს გაძარცვული, გათოშილი, თავმოყვარეობასთან ერთად, თავისუფლებადაკარგული ბებერი ევროპაც!
ADIOS!

ხათუნა ხოფერია, ყოფილი პარლამენტარი; სოციალური ქსელი

Cesko