მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის ვიდეოს და გზავნილს ავრცელებს:
მოკლედ.
რა იცის საქართველომ დეგენერატების განდიდება. რასაც ამ ვიდეოში ლაპარაკობს, მის ბიოგრაფიულ მონაცემებთან არ თავსდება.
კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი იყო, გინდოდეს სამშობლოსთვის სიკეთე. ლათინურ და ანტიკურ კულტურას ასწავლიდე (და ფლობდე ენებს), კითხულობდე აროსტოფანეს, პლატონს, არისტოტელეს, იცოდე მაკედონელი, ნაპოლეონი, ჰიტლერი; მიშას დროს ამერიკაში იკითხო ლექციები და ისევ ომისკენ უბიძგებდე ქვეყანას- მეცნიერი კაცი- ბავშვებს წანლავდე ამ მოძველებული ილუზიებით ერთ მტერზე, იცვალო პარტიები და ამოაფარო თავი ილიას. როგორ თავსდება ფაქტები მის მედროვეობასთან და პროფესორობასთან.
როდემდე უნდა იყოს ახალგაზრდობა ბლანტი ჩამდგარი აზროვნების მსხვერპლი. მაშინ, როდესაც ამერიკელო პოლიტოლოგები, მეცნიერები, პოლიტიკოსები საუბრობენ დიალოგზე აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ტეროროზმთან, რუსეთთან, ჩინეთთან, მშვიდობის მისაღწევად; როდესაც გონებრივო განვითარება იზრდება და ადამიანების დასაკლავ ხორცად გამოყენება, სიკვდილის პიროსპირ არაფრისმომცემი ‘გმირობის’ საპირწონედ, ეს მედროვე, განვოთარების მაგიერ, უფსკრულისკენ უბიძგებს ქვეყანას და თან, სწორად მიაჩნია ეს.
მეცნიერების არსი განვითარებაშია. თუ არ იზრდები მორალურად, გინდ პროფესორი იყავი, გინდ აკადემიკოსი. მითუმეტეს, საქართველოში, სადქც ლექტორია ბერძენიშვილიც და შეროზიაც, პროფესორია ბერძენიშვილიც და ის გვარები, ვისი პროფესორად წოდება უხერხულია.
იმ გოგომ მარტივად გამოთქვა თავისი პროტესტი და ჰქონდა საფუძველი.
ნუ იცით ეს იდიოტობის გამართლება. ბავშვების ომისკენ აგიტაცია არ უნდა იყოს წახალისებული.
საქართველოს მტრის სახე ქართველია, რომელიც სიმართლეს გაურბის.
მეზარება ახსნა, დამღლელია ქვეყნის მტრის პროპაგანდასთან ბრძოლა, მითუმეტეს, როცა პლატფორმა არ გაქვს საამისო.
სამაგიეროდ დეგენერატებს აქვთ პლატფორმა; გადაცემები; სტატიებს უქვეყნებენ.
ესე იგი, უნდა ვაღიაროთ, რომ მეტს არ იმსახურებს ქვეყანა?
იმას კი არ ვამბობ, რომ
ან ღარიბაშვილია გენიოსი ან ეს მთავრობა.
უბრალოდ განათლება და ადექვატური გამოკვეთილი კურსი უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, რაშიც ცურავთ. და რადგან ‘პრპფესორია’ ყველა, პლატფორმა აქვს, ამიტომ კურსი ლივლივებს და განწყობა მოწამლულია.
ეს ერთი მედროვის მაგალითია.
და რამდენი გვყავს ასეთი.
რა ვიწრო ხედვაა. მთავარია, თქვა: არა რუსს, ვიომოთ! – და გმირი ხარ.
წადი. ‘ეომე’. შენ აიღებ პასუხისმგებლობას დაღუპულ ბიჭებზე? მორჩით რა ამ უტოპიას, ‘გმირებზე’. უსასრულობას სულ
ფეხებზე ჰკიდია ადამიანების საზღვრების განხილვა. სიკვდილს გმირობა არ შველის. სხვა ადამიანების ომში მკვლელობა გმირობა არაა. და წამქეზებლობა, ომისკენ, დანაშაულია. და როგორც ‘მეცნიერს’, ამდენი უნდა ესმოდეს. ხალხში პოპულარობის დაკარგვის ეშინიათ, ომი რომ არ წამოიძახონ, არ ჩაეთვლებათ.
‘პოლიტიკოსები’. სად არის თქვენი პრინციპები, როდესაც იქ გარბიხართ, სადაც საკენკს გიყრიან 😏
კი, მე არ მინდა ომი და თუ მეცნიერი ხარ, შედი დისკუსიაში და დიალოგში. მხოლოდ ირაკლის რომ ჰკბენ, ამხელქ ვირი ლოგინში რომ იფსამს, რატომ კომენტარს არ აკეთებ? რატომ არ ეუბნები ბავშვებს, ფულის მოსაგებ და კაცობრიობის დამღუპველ ომში არ წავიდნენ, რომ კუბოები არ ვითვალოთ? ესაა ანტიკური ხანის ცოდნა?
ესაა ‘მეცნიერის’ საღი პოზიცია, ‘პროფესორის’?
‘ის ვთქვი, რაც ჩემამდე უთქვამთ’ გამართლება არაა; შეგნება იზრდება და ვითარდება. ბავშვებს ხარაკირის აკეთებინებთ აკვნიდან და პასუხისმგებლობის აღება, მკვლელობის წაქეზებაზე, არ გსურთ. არანაირი სურვილიც რომ
არ აქვთ, თავისი ცოდნის გადახედვის და გადაფასების, პოზიციის. გადაეცით ვინმემ, თავის საგანს გადახედოს, მოეთხოვება, სხვაზე მეტი, რადგან სხვაზე მეტ ცოდნას იბრალებს. ამას არა პროფესორი, არა მეცნიერი, პაციფისტი ვეუბნები და შეგნებას ვთხოვ.
‘ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. 1970-1972 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1978-1995 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-1987 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.
1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ დირექტორი (1996-1997), დააარსა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ (1996), იყო ფონდ „ქართუს“ დირექტორი (1997-1998). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.
2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2021 წლის 4 ივნისს დატოვა საქართველოს რესპუბლიკური პარტია.[1]
იყო რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.