ელენე ხოშტარიამ იზოლატორი დატოვა – „სრულიად შეგნებულად დავუპირისპირდი პოლიციელს“

May 21, 16:13
0
731

„მე მივედი და დავუპირისპირდი პოლიციის თანამშრომელს, სრულიად შეგნებულად. ეს არის ის პასუხი, რომელსაც მიიღებენ ყოველ ჯერზე, როცა დაარღვევენ ქვეყნის ღირსებას და კანონს“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„რაც ჩვენ ვიხილეთ ყვარელში, ეს იყო პირდაპირ, მოღალატეების მოქმედება, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას, ეცეკვა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ქართველს და დაღუპულ გმირს. ამის შემდეგ, მათ ძალისმიერად, შეურაცხმყოფლად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას. შესაბამისად, სრულიად შეგნებულად ვაცხადებ, რომ ეს იქნება სულ ასე – მე მივედი და დავუპირისპირდი პოლიციის თანამშრომელს, სრულიად შეგნებულად. ეს არის ის პასუხი, რომელსაც მიიღებენ ყოველ ჯერზე, როცა დაარღვევენ ქვეყნის ღირსებას და კანონს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს აქცია გაიმართა. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.

Cesko