ვინ არის ექთანი, რომელსაც ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალი წარუდგინეს?

0
595
21 Views

ცნობილია, ექთნის ვინაობა, რომელსაც კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რესპუბლიკურის უფროსი ექთანი, თეა ბეგიაშვილია.
გარდაცვლილის ოჯახი ახლა პროკურატურისგან სხვა მედიკოსების დასჯასაც ითხოვს, რომელთა შორის არაერთი ცნობილი ექიმის სახელი და გვარია.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა, ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ექსპერტების თქმით, ვახტანგ ჩარკვიანს ქვეყნის მთავარი კლინიკის ექიმებმა ერთმანეთთან შეუთავსებელი ძლიერი მედიკამენტები 20 დღის განმავლობაში გადაუსხეს, რამაც პაციენტის სიკვდილი გამოიწვია.

დამოუკიდებელი ექსპერტი გია დეკანოზიშვილი დასკვნაში წერს, რომ მსოფლიოს პოპის მეფე მაიკლ ჯექსონს 2009 წელს გული სწორედ პროპოფოლის გადაჭარბებული დოზის მიღების შემდეგ გაუჩერდა. ეს ის ერთ-ერთი მედიკამენტია, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელს რესპუბლიკურში უკეთებდნენ.

ექსპერტებისგან განსხვავებით, საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს, რომ 20 წლის ფეხბურთელს სწორად მკურნალობდა.

https://tia.ge/

Cesko