33 Views
ასტროლოგი, რამაზ გიგაური ლევან ბერძენიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაუარება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“რეალურად, ლევან ბერძენიშვილის მხარეს ვდგავართ ვაქცინირებულები და უკრაინის გამარჯვების მომხრეები. ეს რატომ არავინ აღნიშნეთ?“ – წერს გიგაური.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილი ქუჩაში გააჩერა და მას არაკაცი უწოდა.
ფილოლოგმა და პროფესორმა, “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს, რადგან “რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?“