,,ორივე მხოლოდ საკუთარი უკანალის საბაზრო ფასს ზრდის…” – ლალი მოროშკინა

0
5810
22 Views

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

,,არადა თახსირ ეპოქაში ვცხოვრობთ,იქ სადაც ლიბერალიზმით და კვაზი ზნეობით შეფარული არარაობები სკოლაში ასწავლიან,რომ უფროსს ტრანსპორტში არ უნდა დაუთმო ადგილი,იმიტომ რომ შენ ბილეთი გაქვს ნაყიდი!
ასე რომ ეფიქრა იმ გმირ- პოლიციელს,ხომ მსხვერპლიც მეტი იქნებოდა…
იფიქრა რო?
გმირობას დაუფიქრებლად სჩადიან!!!
გუშინ დალის ხეობის გმირის დედა ქეთევანის ორმოცი იყო.ზუსტად იცოდა,რომ ვერ გაუძლებდა ფიზიკურ ტკივილს,მაგრამ ძმა და შვილი არ გაწირა,მრავალი ქალი ციხეში თვითმკვლელობას გადაარჩინადა თავად მოწამეობრივად აღესრულა!
ეფიქრა?
ამ დროს ფიქრი ეშმაკისეულია…
ასე “თვითმფრინავის ტრაგედიის” მშობელმაც მიმართა შევარდნაძეს,-ერთი შვილი მაინ გადამირჩინეო…
-მოიფიქრე რომელიო!!!
-რომელიო? ხალხოოოოო…
ახლა ერთი მაოხრებელი გზირი ფეშენებელური პალატიდან ფიქრობს როგორ უტიროს დედა საქართველოს,მეორე მავნე, ავყია დედაბერი კი ფიქრთ გასართველად პატრიოტიზმს თხის ქონივით იზელს დაჩამიჩებულ კისერზე…ამ დროს ორივე მხოლოდ საკუთარი უკანალის საბაზრო ფასს ზრდის…
მე ის ბიჭი მიყვარს,ცურვა რომ არ იცის და სხვის დასახმარებლად, დაუფიქრებლად მტკვარში ხტება,მე ის გოგო მიყვარს,რომელსაც უთხრეს,რომ მშობიარობა მოკლავს და საყვარელ თანამეცხედრეს ვაჟიანობის ბედნიერებას ჩუქნის,მე ის კაცი მიყვარს,
ვისი სიტყვაც სიტყვაა …მე ის ქალი მიყვარს,
დროშას რომ მტერს ხელში არ ჩაუგდებს…
დანარჩენი თქვენ იფიქრეთ,
როგორ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური,
თან იმარხულოთ და თან იმრუშოთ…
დავასრულოთ მასკარადი.
ცირკი დიდი ხანია წავიდა,კლოუნები კი დარჩნენ.
დავასრულოთ,სანამ გისოსებში გამოკეტილმა სიმართლემ არ წაგვლეკა….”

Cesko