„ვნა­ნობთ, რომ წას­ვლი­სას ვერ ვნა­ხეთ… ბოლო დროს, ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და სიკ­ვდილ­ზე“ – ინტერვიუ საგარეჯოში გმირულად დაღუპული პოლიციელის შვილებთან

0
497
25 Views

საგარეჯოს ტრაგედიას ჰყავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი. მათ შო­რის არის პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად სხვი­სი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი “იო­ლის” მა­ღა­ზი­ას­თან მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა, რა დრო­საც ტყვია გულ­ში მოხ­ვდა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

სა­მარ­თალ­დამ­ცველს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ოთა­რის ცოლ-შვი­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, თა­ვად კი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უმე­ტე­სად სა­გა­რე­ჯო­ში იყო. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ოჯახ­თან სი­შო­რე­ზე წუხ­და.

AMBEBI.GE გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლის შვი­ლებს, ანას (11 წლის) და გი­გას (12 წლის) ესა­უბ­რა:

ანა ღვი­ნაშ­ვი­ლი:

“ვა­ზი­სუ­ბან­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ სა­გა­რე­ჯოს­თან კავ­ში­რი გვაქვს – მა­მას სო­ფე­ლია ჩა­ი­ლუ­რი, სა­დაც ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და სი­ა­რუ­ლი. მა­მამ ერთი წე­ლია, რაც სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მა­ნამ­დე თბი­ლის­ში იყო. ის მთლი­ა­ნად სამ­სა­ხურ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცდი­ლობ­და ოჯა­ხის­თვი­საც, ჩვენ­თვი­საც გა­მო­ე­ნა­ხა დრო, სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ეკ­ლო, მო­უც­ლე­ლო­ბას არ გვაგ­რძნო­ბი­ნებ­და. მე 11 წლის ვარ, გიგა – 12-ის. მა­მამ მარ­ტო დაგვტო­ვა, მაგ­რამ ის მა­ი­მე­დებს, რომ მას გმი­რი უწო­დეს, ყო­ველ­თვის უნ­დო­და გმი­რი­ვით და­ღუ­პუ­ლი­ყო და არა ლაჩ­რუ­ლად. არ ვიცი, დე­ტა­ლე­ბი, რო­გორ და­ი­ღუ­პა. იმ ღა­მით, როცა ჩვენ­თან ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, მა­შინ გა­ვი­გეთ, მამა აღარ იყო.

ყო­ველ დი­ლით თბი­ლი­სი­დან მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტა­დაც უყ­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, იმ დი­ლით მე და ჩემს ძმას არ გვი­ნა­ხავს, ბე­ბია-პა­პას­თან ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი მამა იყო, მის სამ­სა­ხურს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ… ცდი­ლობ­და, მისი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენ­თვის არ მო­ეხ­ვია და ჩვე­ნი ჭკუ­ის გამ­ხდა­რი­ყო, ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი­ვით გვექ­ცე­ო­და, ხა­სი­ათს გვი­წყობ­და. მა­მაც მა­მით ობო­ლი იყო და ბიძა მა­მა­სა­ვით ჰყავ­და, ამ­ბობ­და, ჩემი მე­ო­რე მა­მა­აო. მა­მას მა­მი­კოც გმი­რი იყო, ომში და­ი­ღუ­პა, მა­შინ 4-5 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით მე და ჩემი ძმა.

არ მო­ვე­ლო­დით ამ ყვე­ლა­ფერს, ვნა­ნობთ, რომ წას­ვლი­სას ვერ ვნა­ხეთ. ტე­ლე­ფონ­ზე კი და­ვუ­რე­კე იმ დღეს, შემ­თხვე­ვამ­დე 1 სა­ა­თით ადრე, ისე­თი არა­ფე­რი უთ­ქვამს. ვი­ცო­დით, ის თა­ვი­სი საქ­მის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და, თავ­საც და­დებ­და, მით უმე­ტეს, ადა­მი­ა­ნის­თვის. მამა კე­თი­ლი იყო და რი­თაც შე­ეძ­ლო ეხ­მა­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს, შვი­ლებს ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბო­და, როცა რამე გაქვთ, სხვა­საც მი­ე­ცით, ვი­საც არ აქვს გა­უ­ყა­ვით, თქვენ გექ­ნე­ბათ და შე­საძ­ლოა, მათ არ ჰქონ­დე­თო. მეც მა­მის გზას გა­ვაგ­რძე­ლებ, ალ­ბათ, პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა არა, მაგ­რამ პრო­კუ­რო­რო­ბა მინ­და“.

გიგა ღვი­ნაშ­ვი­ლი:

“მამა მხი­ა­რულ ადა­მი­ა­ნად და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა, ჩვენ­გა­ნაც სულ ამას ითხოვ­და, არ უყ­ვარ­და, როცა ვტი­რო­დით. მამა მკაც­რი იყო იმ მხრივ, რომ უნ­დო­და, კარ­გად გვეს­წავ­ლა და ღირ­სე­უ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, დე­დას მო­უ­ა­რე, ქა­ლებს მი­ხე­დე, მარ­ტო ნუ ტო­ვებ, როცა სახ­ლში არ ვარო. ამ ბოლო დროს, ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და სიკ­ვდილ­ზე, ალ­ბათ იცო­და, რა­ზეც მი­დი­ო­და.

ვა­მა­ყობ გმი­რი მა­მით… ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ბევ­რჯერ გა­და­მი­ფიქ­რე­ბია. არა­სო­დეს მდო­მე­ბია, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მო­მინ­და პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა და ეს არ­ჩე­ვა­ნი მა­მის ამ­ბავ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მინ­და მა­ნაც ია­მა­ყოს ჩე­მით, მა­მას თუ ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა უნ­დო­და და ამის­თვის და­ი­ბა­და, მეც მისი გზა უნდა გა­ვაგ­რძე­ლო“.

სამ­შა­ბათს პო­ლი­ცი­ელს მშობ­ლი­ურ სო­ფელ ჩა­ი­ლურ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

ambebi.ge

Cesko