აგვისტოს ომი მონაწილე გმირის წოდებით – 50 წლამდე კაცი, რომელმაც საკუთარი მეზობლები სასიკვდილოდ გაიმეტა, როგორც აღმოჩნდა მაღალი ჩინისა და წოდების სამხედრო იყო. წლების განმავლობაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე გამოცდილ ჯარისკაცს უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული.
როგორც ირკვევა, კაცი, რომელმაც ორი დღის წინ ჯერ მეზობლები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა, ჯარში მსახურობისას თადარიგის ოფიცრად ჩამოაქვეითეს. ათუაშვილის ნაცნობები, ამბობენ რომ ყოფილ სამხედროს ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაეწყო.
იგი იყო გმირად წოდებული, ჰქონდა გმირობის მედლები, რომელიც იბრძოდა 2008 წლის ომში, იყო ბაგრამის ბაზაზე, ძალიან კარგად იციან მეზობლებმა ყველაფერი. ადამიანი, რომელიც სამსახურში არის და რომელიც გადავა თადარიგში, რომელიც უარყოფილია საზოგადოებისგან, უარყოფილია ოჯახისგან, უარყოფილია მეზობლებისგან. მე ის მიცვალებულები მეცოდება და ის დედები მტკივა, რომელთაც უდანაშაულო შვილები საზოგადოების განაჩენს შეეწირნენ. დავინახე ის, რომ ბავშვი წაიქცა, მოლარე იოლის, დავინახე, რომ წაიქცა ვალერი, დავინახე, რომ გადაეფარა პოლიციელი, რომელიც არის გმირი. როცა ასეთი პიროვნება ჩაკეტილია, როცა უარყოფილია ყველასგან, ექნებოდა, რა თქმა უნდა, პიროვნული რაღაც ხო. მეზობლებმა იციან ყველაფერი, იმიტომ რომ ეს იქ მოხდა. 5 წელი რომ ადამიანი შენს კორპუსში ცხოვრობს, აქვს ურთიერთობა, ახლა ყველა ისვრის ქვას, მკვლელი არის საზოგადოება. ეს ბავშვები შეიწირა საზოგადოებამ, საგარეჯოს საზოგადოებამ”, – ამბობს ათუაშვილის ნაცნობი.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშნ, შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წყარო: tvpirveli.ge