22 Views
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. ინფორმაციას თავდამსხმელის თვითმკვლელობის შესახებ ავრცელებს “მთავარი” არხი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს ჰქონდა ხელყუმბარები ასხმული ტანსაცმელზე და ელოდებიან გამნაღმველს.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, ერთი დაშავებული, რომელსაც ყუმბარის აფეთქებისას თვალი დაუზიანდა, თბილისში გადმოიყვანეს.
ჯერჯერობით ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.