“მე ვიცი, ჩემს გულში რა ხდება და როგორ მეწყინა…ვინ გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პოსტებში გლოვა…” – რას წერს ლიზა ყენია ლიზა ქისტაურზე?

0
596
24 Views

მომღერალი ლიზა ყენია, ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების საკითხს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება, რითაც სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს პასუხობს კითხვაზე, თუ რატომ არ გამოხატა მან მწუხარება.
„მსგავსი რამ რამდენიმე ადამიანმა დამიწერა და ასე მგონია, თქვენ სეირის მაყურებელთან რიგს მიეკუთვნებით. ჯერ ერთი, ვინ გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პოსტებში და სთორებში გლოვა. მერე მეორე, ჩემი აზრი დავაფიქსირე და მწუხარება გამოვხატე ფეისბუკზე. ასევე, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მე და ლიზა მეგობრები არ ვყოფილვართ. ჩვენ უბრალოდ დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. ცხოვრებაში ალბათ სულ 5-ჯერ მყავს ნანახი. აქედან 2-ჯერ ჩემთან იყო სტუმრად, საერთო მეგობრებთან ერთად.

ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, თუმცა კომუნიკაცია წლების განმავლობაში არ გვქონია. მართლა მაოცებს ის ხალხი, რომ მიწერთ, რატომ არ გიდევს ფოტოები, რატომ არ ამბობ არაფერსო…

მე ვიცი ჩემს გულში რა ხდება და როგორ მეწყინა ამ ადამიანის წასვლა. იმიტომ, რომ თქვენ დაგანახოთ რაღაცები და დაწყნარდეთ, ამისთვის არ ვცხოვრობ და ასე არ ვმოქმედებ მე,“ – წერს მომღერალი.
https://tia.ge/
[/url]

"მე ვიცი, ჩემს გულში რა ხდება და როგორ მეწყინა...ვინ გადაწყვიტა, რომ აუცილებელია პოსტებში გლოვა..." - რას წერს ლიზა ყენია ლიზა ქისტაურზე?
Cesko