ნინია კაკაბაძემ ისეთი საზიზღრობა გამომიქვეყნა, გული რომ გაგისკდება – იღუმენია ქეთევანი

January 14, 11:20
0
2305

ნინია კაკაბაძემ ისეთი საზიზღრობა გამომიქვეყნა, გული რომ გაგისკდება – წერს სოციალურ ქსელში იღუმენია ქეთევანი და ამბობს, რომ მისი კომენტარი გააყალბეს და ამ სახით გამოუქვეყნეს.

ღვთის, ეკლესიის და პატრიარქის მოძულეობით ყველასათვის ცნობილმა ნინია კაკაბაძემ გამომაჭენა თავის ჭკუით და ისეთი საზიზღრობა გამომიქვეყნა, გული რომ გაგისკდება.

რაღაც სქრინი უპოვია და არის უბედნიერესი. კომენტარები გამორთული აქვს, ალბათ ეშინია, ვინმემ რამე ისეთი არ მიწეროს, რაც არ “ეკადრება”, ამიტომ პირადში ვუპასუხე. დარწმუნებული ვარ ამ პასუხსაც გულმოდგინედ დამალავს, ამიტომ მე ვასაჯაროებ, ვნახოთ, სადამდე ეყოფა სინდისი და სადამდე იხალისებს ბოროტად ამ ბინძურ ტყუილზე,

თავის მეგობარ ღვთისმებრძოლებთან ერთად, მაგათი ბოროტი სიხარულით აღსავსე კომენტარები უნდა ნახოთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ.

როგორ არ გრცხვენიათ, უსინდისო ხართ! ძალიან კარგად იცით, რომ ეგ კომენტარი ჩემი დაწერილი არ არის! თავშიც რომ მომსვლოდა ასეთ სიტყვებს როგორ დავწერდი!

მართლა გჯერათ, რომ ჩემი დაწერილია?! ყოჩაღ!  ამ პასუხს მაინც ყველას გავაგებინებ, რაც არ უნდა მალოთ! მაგ აბსურდს მაინც არავინ დაგიჯერებთ ეკლესიის მოძულეების გარდა და ერთმანეთში იქირქილეთ, სინდისი თუ არ შეგაწუხებთ! სულ ეგ არის თქვენი სიმართლე და პატიოსნება! ამის მერე ნურაფერზე დადებთ თავს, დაცემული ადამიანი ყოფილხართ!”

მართალი რომ გითხრათ, ზოგი სიტყვის მნიშვნელობა არც მესმის, რაც ამ საზიზღრობაში წერია. აშკარად შეპყრობილი ადამიანის დაწერილია.

ასეთი ცილისწამება უკვე მეტისმეტია, თუმცა ჩემთვის უკეთესია. მინდა სასამართლოში ვუჩივლო, დაჯარიმდებიან მაინც ბინძური ცილისწამებისთვის და ცოტა ბიუჯეტს შეავსებენ”- წერს იღუმენია ქეთევანი.

ეს კი გახლავთ იღუმენია ქეთევანის სახელით დაწერილი კომენტარი, რომელიც ნინია კაკაბაძემ გააზიარა სოციალურ ქსელში და რასაც კატეგორიულად უარყოფს იღუმენია ქეთევანი.

“მიხარია რომ ქალებსაც გამოუჩნდათ ერთი კაი დედის @რაკის მაგინებელი სასულიერო პირი” – ნინია კაკაბაძე

Cesko