„ქართველ ემიგრანტს მოკვლით ემუქრებიან, იტალიაში ვინც ხართ სასწრაფოდ მომწერეთ…” – რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს შოთო სიხარულიძე

January 13, 15:56
0
510

„ემიგრანტების იმედი”, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველ ემიგრანტს ნაპოლში დახმარება სჭირდება, რადგან მოკვლით ემუქრებიან.

„მოკვლით ემუქრებიან ქართველ ემიგრანტს ნაპოლში. ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ მანდ მყოფი ემიგრანტები, ერთად დავეხმაროთ ძალიან კარგ ქალბატონს. მოგწერთ მის ნომერს მადლობა წინასწარ ძალიან ვნერვიულობ მეც. იტალიაში ნაპოლში ვინც ხართ სასწრაფოდ მომწერეთ, ქალბატონი განადგურებულია. პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ ფსიქოემოციურად ძალიან ცუდადაა, რომ მოკვლით ემუქრებიან მას…. იქნებ უსაფრთხო ადგილი სჭირდება და რომ შეიფაროთ რამდენიმე დღით, სანამ დამშვიდდება ან უბრალოდ გვერდში დგომა, გამხნევება სჭირდება, რავიცი….

პ.ს. ნომერს და მისამართს პირადში მოგწერთ ამ ქალბატონისას, ვინც შეძლებთ მის დახმარებას.. მოკლედ ყველას ვინც შეწუხდებით და ამ ქალბატონის ამბავს გულთან მიიტანთ, ყველას წინასწარ უღრმესი მადლობა…” – წერს შოთო სიხარულიძე.

Cesko