“შეჭამეს გული, ყური, სული, ვეღარ ამოვედით მათი ვალებიდან, არა და ვალიც არაფერი გვაქვს…რაღაცას გვამადლიან, გვემუქრებიან, გვედიდგულებიან…”

0
1315
40 Views

საინტერესო განცხადება გააკეთა კონგრესის ახალმა თავმჯდომარემ
– ჩვენ პასუხისგებაში მივცემთ ამ ჭაობს. ავღანეთიდან გაქცევისთვის, კოვიდის წარმომავლობისთვის, ფედერალური სადაზვერვო ბიუროს იარაღით გადავსებისთვის…- დიახ, კევინ მაკკარტის ეკუთვნის ეს სიტყვები.

როგორც ჩანს, ამერიკაში სერიოზულ პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და საგამოძიებო პროცესებს უნდა ველოდეთ. პროცესებს იარაღის მიწოდების, იარაღის ჩამოწერის, ბიოლოგიური იარაღის წარმოებისა და გავრცელების… მოკლედ, იარაღის ბიზნესის შესახებ.
ამ ფონზე, ანუ ორად გაყოფილი ამერიკის ფონზე, უკრაინის წარმომადგენლის მხრიდან 14 წლის წინ საქართველოსთვის მიცემული, თუ მიყუდული, თუ ნაჩუქარი, თუ, როგორც რუსები იტყოდნენ, война всё спишет პონტში გამოგზავნილი ბუკების დაბრუნების მოთხოვნა, უფრო საინტერესოს ხდის საქართველოს ყოფილი ხელისუფლების როლს და ადგილს ამ შავ ბაზარზე.
ვნახოთ…
ისე, ქართველებს ერთი კარგი გამოთქმა გვაქვს მოწუწუნე, მოტირალი, გულის გამაწყალებლების მიმართ:
– ვაი შენ და ზმუკიო! ნუუუ, თუ გინდათ, ვაი შენ და ბუკიო!… )))… იმიტომ რომ შეჭამეს გული, ყური, სული… ვეღარ ამოვედით მათი ვალებიდან. არა და, ვალიც არაფერი გვაქვს… არაფერიიიი…
რაღაცას გვამადლიან. გვემუქრებიან. გვედიდგულებიან. აქეთ გორასა წიხლსა ვკრავთო, იქეთ გორასა ძვრას ვუზამთო…
ტანკებით შემოვძუკნავდებითო…
ეი, თქვენ, ბაყბაყდევებო, იქნებ გაგვარკვიოთ სად ხართ?… საიდან მოდიხართ?…
მარიუპოლში თქვენ არ იბრძოდით!
არც ბახმუტში გაგისვრიათ ტყვია!
არც სოლიდარში ხართ?…
სადაც ვაჟკაცი ქართველები იღუპებიან, იქ თქვენი “ ნაბრძოლ- ნავაჟკაცარი” არავის უნახავს!
არც მკვდრებში ხართ და არც ცოცხლებში!
სად ხართ? სად სელფაიობთ? საიდან მოდიხართ, ჯიგრებო?…))))..
ჰო, გადავუხვიე მთავარს, არსებითსა და მნიშვნელოვანს – ამერიკის გასაჭირს! თემას, რომელსაც ბატონი ზაზა შათირიშვილი შეეხო თავის ბოლო ანალიტიკურ სტატიებში.
სამწუხაროდ, მე ბატონ ზაზას არ ვიცნობ. არა და, მინდა მადლობა ვუთხრა! ის, რაზეც ის საუბრობს, ძალზედ მნიშვნელივანი და ყურადსაღებია. ის, რასაც ბატონი ზაზა გვეუბნება, ათწლეულები იყო ტაბუდადებული… ხელშეუხებელი… საფრთხილო… საშიში…
მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაციის, ეთპოლუსიანობის, გარკვეული საგვარეულო ინტერესების სქემებისა და პროექტების სააშკარაოზე გამოტანას ერთეულები თუ ბედავდნენ!!!… ერთეულები მრავალმილიარდიან სამყაროში!!!… ასეა ეს!… ბატონი ზაზა დანის პირზე გადის !.. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ სამშობლოზე უზომოდ შეყარებული ადამიანები რისკავენ ასე. სამშობლოს სიყვარული ხომ იმდენად ღრმა და ორგანულია, სათქმელი თუ არ ამოთქვი, მკერდით თუ არ გადაეფარე, თუ არ გეტკინა, დაგახრჩობს, გაგანადგურებს. დიახ,ასეთ რისკს მხოლოდ სამშობლოს სიყვარული შეგაძლებინებს ადამიანს! დიდ, მართალ ადამიანს!
მადლობა ბატონ შათირიშვილს ამ სიყვარულისთვის!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!

 

Cesko