„იანვრის თვის განმავლობაში დედამიწა დადებით ენერგოველშია, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატების შანსი აბსოლუტურად ყველა ნიშანს აქვს“, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა იმედი დილის ეთერში განაცხადა და იმ მნიშვნელოვან ტრანზიტებზე ისაუბრა, რომელიც კვირის განმავლობაში მოხდება.
„დღეს სატანის მე-9 მოციქული ლილიტი დატოვებს კირჩხიბის ნიშანს და 9 თვით გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ეს ტრანზიტი შვებას მისცემს კირჩხიბს და პრობლემებს მოუტანს ლომებს და ყველა იმ სფეროს, რასაც ლომები მართავენ – ოჯახი, სიყვარული, აზარტული თამაშები და პარტნიორული კავშირები. ლილიტი ლომში პრობლემურია გულსისხლძარღოვანი სისტებებისთვის, ჯანმრთელობის მხრივ კონკრეტულად ამ ორგანოს უნდა მოუფრთხილდეთ, ასევე საჭიროა დიპლომატიის გამოჩენა სასიყვარულო ურთიერთობებში და რაც შეიძლება თავი შორს დაიჭირეთ აზარტული თამაშებისგან“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
მისივე თქმით ამ კვირაში, კონკრეტულად კი 12 იანვარს ომისა და საქმიანობის პლანეტა მარსი უკუმავალი აღარ იქნება, მოძრაობას გაასწორებს, რაც საქმეების წარმართვაში ყველას დაეხმარება და შესაძლებლობა იქნება აქამდე არსებული რთული ურთიერთობების დასალაგებლად.