გაირკვა ქართველი მზარეულის ვინაობა, რომელიც მოსკოვის სახინკლე “თბილისში”  ტაჯიკმა დამლაგებელმა მოკლა 

January 9, 16:25
0
3471

მოსკოვის მიტიშის რაიონში სახინკლე „თბილისო”-ში დამლაგებელმა ქართველი მზარეული სოსო ბერაია დანით მოკლა. გარდაცვლილი ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგადან იყო. ის რესტორან „თბილისოს” მზარეული იყო.

მზარეულმა დამლაგებელი, რომელიც ეროვნებით ტაჯიკია, სექსუალურად შეავიწროვა და სხეულზე შეეხო. ამას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც დამლაგებელმა ქალმა ქართველს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებს ტაჯიკი ქალი ქართველ მზარეულს დანით რამდენიმე ჭრილობას, რამდენიმე წამის შემდეგ კი კაცი იატაკზე ეცემა და ჩანს სისხლიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლო.

რაც შეეხება მკვლელს, ის პოლიციამ დააკავა და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“დაიჯესტი”

(ვიდეო +18) საზარელი მკვლელობა ვიდეოკამერაზე დაფიქსირდა – მოსკოვში, რესტორან თბილისში შეფ მზარეული კოლეგა ქალმა დანით აჩეხა

Cesko