(ვიდეო +18) საზარელი მკვლელობა ვიდეოკამერაზე დაფიქსირდა – მოსკოვში, რესტორან თბილისში შეფ მზარეული კოლეგა ქალმა დანით აჩეხა

January 9, 12:42
0
17779

მოსკოვის მიტიშის რაიონში სახინკლე „თბილისო“-ში დამლაგებელმა ქართველი მზარეული დანით მოკლა. ამის შესახებ  mk.ru იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მზარეულმა დამლაგებელი, რომელიც ეროვნებით ტაჯიკია, სექსუალურად შეავიწროვა და სხეულზე შეეხო. ამას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც დამლაგებელმა ქალმა ქართველს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებს ტაჯიკი ქალი ქართველ მზარეულს დანით რამდენიმე ჭრილობას, რამდენიმე წამის შემდეგ კი კაცი იატაკზე ეცემა და ჩანს სისხლიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლო.

რაც შეეხება მკვლელს, ის პოლიციამ დააკავა და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო

 

Cesko