ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 2022 წელს ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეძლეს.
მისივე განცხადებით, ყველა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვმა, მიიღო თავისი საახალწლო და საშობაო საჩუქარი.
“ახლა ნაღდი ჯადოსნური ამბები უნდა გითხრათ… ახალი წლის დადგომიდან, ამ წამამდე, თქვენ და ჩვენ, მოხალისეებმა, იმდენი ბედნიერება მოვახდინეთ, ჩვენ ალბათ მთელი წელი გვემახსოვრება…
მაგრამ მათ, ვისთვისაც ეს ყველაფერი მოვახდინეთ, მთელი სიცოცხლე ემახსოვრებათ…
ყველა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვმა, მიიღო თავისი საახალწლო და საშობაო საჩუქარი…
თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, ყველა ცენტრისთვის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვისაა გახსნილი, ქართველმა მოხალისეებმა მთელი სადღესასწაულო დღეები, გაუჩერებლად იმუშავეს და ყველა ბავშვისთვის, ახალი წელი და შობა ნამდვილ დღესასწაულად აქციეს…
ბევრმა არ იცით, რას ნიშნავს საშობაო საჩუქარი ამ ბავშვებისთვის…
იცით? რომ საერთოდ საჩუქარი, ძალიან ბევრმა ბავშვმა, ცხოვრებაში პირველად მიიღო…
ასევე, საზღვრისპირა სოფლის, ერისიმედის და ხორნაბუჯის, ყველა ბავშვმა მიიღო თავისი საყვარელი საჩუქრები, რომლებიც მთელი გულით შევურჩიეთ სათითაოდ, რომ არავის გული არ დასწყვეტოდა…
მადლობა ადამიანებო, ამხელა სიხარულისთვის, ბავშვების სახეებზე რომ გვაყურებინებთ…
მადლობა ყველა ლარისთვის და ყველა მოქმედებისთვის, რომელიც ამ ბავშვების სიხარულისთვისაა განკუთვნილი…
ნეტავ მართლა შემეძლოს ამდენი ასეული ბედნიერი სახის თქვენთვის ჩვენება…
მეტირება, ისე მიყვარხართ ყველა…
ჯადოსნური დღეა და შობას გილოცავთ.
ბავშვები იმდენ საოცრება ენერგიას გიგზავნიან, გეამაყებოდეთ… თქვენ კარგი ადამიანები ხართ და თქვენ, იმ ორიდან, ნათელ მხარეს დგახართ…ნამდვილ, ნათელ მხარეს…#სიკეთეგადამდებია”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.