“ნინო ნადირაძემ გამოიკითხოს იმ ექთნის ვინაობა და სულ ცოტა, დაითხოვოს” – ანა მიქაძე

January 6, 23:38
0
2369

ყველის გილდის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

“კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას ,
ვინც იცის და ვინც არ იცის..

მე ვარ პაციენტის დედა…

. როცა ის რთულდება ეს ტიპური ჯოჯოხეთია .. არ ვუსურვებ მტერს..

რასაც ახლა სტატუსებში დაათრევთ სააკაშვილზე.. _ მის ფეკალიებზე და ექთნის უბირ ნაბოდვარზე , არის სრული უღმერთობა.. და უზნეობა..

და არავის მათ შორის ნაც მანიაკებს და საკუუთრივ სააკაშვილს ისე არ აზარალებს ,
როგორც თქვენ , ამის დამწერებს და საბოლოოდ ქვეყანას .

ნინო ნადირაძემ  გამოიკითხოს იმ ექთნის ვინაობა .
და სულ ცოტა, დაითხოვოს სამსახურიდან, თან მინდაო წასვლაოო და გაუშვას ..

. თუ ცხადია ეს ბლეფი არ არის და საააკაშვილის დასასამარებელი მორიგი აქტი.
.

მეტი რაღა უნდა დასამარდეს…?

ვერაავინ ბედავს თქვას რომ უსამართლოდ ზის და ყველა აწვება . ჰუმანურობის აქტს….

. ბოლოს

თუ ის მართლა ამ დღეშია ..
ამოთქვით ,
ამოღერღეთ

და დადეთ დასკვნა ნაცმაც და ქოცმაც ..

და გადაიყვანეთ შესაბამის კლინიკაში..
გინდათ აქ და გინდათ საზღვარგარეთ.

ქავთარაძეზე, სადაც წელიწადში ერთხელ ლუკა გადაგვყავს..
შესანიშნავი ექიმ ფსიქიატრები მუშაობენ. და სხვათაშორის ნაც მხარდამჭერი ექიმების ბირთვია სულაც..

გავრცელებული სტატუსის და ექთნის ნაბოდვარით,
.. კიდევ ერთხელ ვამბობ, ზარალდება ქვეყანა.

სააკაშვილი დიდი ხანია პოლიტიკური გვამია..

ამ სიმპტომის დაფიქსირებას ვითხოვდი ერთი წლის წინ და მივანიშნე ერთი კარგი ადამიანის გვერდზე

იქაც ჩემს შვილზე გავაკეთე შედარება და როგორ მლანძღა ცნობილმა ჟურნალისტმა და მერე დამბლოკა .

ახლა ამ ტუტრუცანა ჟურნალისტს არ გავიხსენებ.

ტვინი რომ გაენძრიათ მაშინვე და ამ ხაზს გაყოლოდნენ , ამ დღეში არ ჩააგდებდნენ სააკაშვილს ..

მაგრამ მერე ვინ ივაჭროს ცოცხალი ადამიანის გვამით?

თუ სიმართლეა,

მთელი გულით მეცოდება..
ჩათვალეთ რომ მან პასუხი აგო ყველაფერზე.”

შეგახსენებთ, გუშინ  tb24-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ ვივამედის ექთანი ჩაწერა, არ იყო ექთნის ვინაობა მითითებული. გამოცემა წერდა, რომ ვივამედის ექთანმა მას უამბო სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, ის, რომ იქცევა არაადეკვატურად და შეურაცხყოფას აყენებს პერსონალს, თუმცა, იგივე გამოცემა წერდა იმასაც, რომ ექთანმა მათ უთხრა: “ამბობენ, სპეციალურად თამაშობსო.”

“ალიამ” სცადა ვივამედთან დაკავშირება და თუ კლინიკა კომენტარს გააკეთებს, მასალა განახლდება.

Cesko