“აფსუს, არა და, რა კარგად დაიწყეს ძმებმა…ტიპებს ისტორიული შანსი ჰქონდათ…” – მაია დვალიძე

0
2542
21 Views

ტიპებს ისტორიული შანსი ჰქონდათ საქართველოს ხსნის.
100 000 კაცით სააკაშვილის ინაუგურაცია არ ჩაშალეს და “მოდგმის ხელით” ეხლა დასდევენ პანჩურებით და სილით მერაბიშვილს თუ გვარამიას და ხალხს უხარია, ვენაცვალეთ მარჯვენა ხელსა თუ ფეხშიო.. კარგით რა! ჩვეულებრივი კონცერტმეისტერები არიან!

აფსუს, არა და, რა კარგად დაიწყეს ძმებმა…(მართალია ეგ საწყისი კაპიტალი ედიკას მიერ 40 მლნ საგარეო ვალს მიემატა, მარა.. 😉 )
“ქვეყანაშია ფერები მუქი” გახსოვთ? რომელიც განწყობის მხრივ, ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა 2003 წლის რევოლუციისთვის…

მერე ხან “საკანი” შეიქმნეს და ახლა “კიდობანი”…

ყველაზე მთავარი კი “წააგეს” ანუ ეგონათ სარფიანად გაყიდეს პროექტები და კი გადააგდო მიშამ გემრიელად, რაზეც “უცნობმა” თავადვე იწუწუნა….

ამიტომ, ეგ მერაბიშვილის დაპანჩურება თუ გვარამიაზე სილის გაწვნა, პირადი წყენებია და არა “ერისთვის შურისძიება”….

პ.ს. სწორედ იმ 2008 წლის 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყო წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ….

პ.ს.ს. 12 თებერვალს კი ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, რომელიც (ლოგიკურად) თავის მხრივ, გაჩეჩილაძეებმა გადააგდეს….

და სიმართლე გითხრათ, 2009 წლის 6 მაისის სამმართველოს ღობის იქით გადახტომაც საკუთარი თავის გაპრავება-გარეცხვის მცდელობად უფრო მიმაჩნია…

ნუ, ვერ ვხედავ მაგ ხალხში ვერც კაცობას, ვერც ქართველობას და რა ვქნა?!

ტიპებმა პატრიარქიც კი გადააგდეს, რომელმაც ფაქტიურად ღიად დაუჭირა მხარი.
გახსოვთ ხომ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს იყო და პატრიარქმა, ახლა მარხვაა და წიწიბურას მიეძალეთო, მეტი რა ექნა?!
ხალხი კი “მიეძალა”, მაგრამ დადგა 20 იანვარი და…სატელევიზიო სიხშირეზე გაიცვალა ერი…
სატელევიზიო სიხშირეზე!…. არ გჯერათ? თავად თქვა “უცნობმა”.

*** უახლოეს წარსულში, ერთ “ჭკვიან და ეროვნულ” კაცს, ახალ შექმნილ პარტიულ საბჭოში უნდოდა ამის შეყვანა, რის გამოც ვინც ჰყავდა გამწევ ძალად, დაკარგა… (იმ ძალამ, მადლობა ღმერთს, თავის გზა ნახა.)
ადევნეთ თვალი “გაჩეჩილაძეების ფენომენს”, წინ, ვატყობ, “წინსვლები აქვთ”….

მაია დვალიძე, პუბლიცისტი, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი

 

 

Cesko