23 Views
ტელეკომპანია “ფორმულამ” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები მოიპოვა, რომელიც კლინიკა “ვივამედში” 29 აგვისტოს გადაიღეს.
„ფორმულას“ თქმით, კადრები არ ასახავს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას, რამდენადაც ფოტოს გადაღების შემდეგ პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მათი ინფორმაციით კიდევ 10 კილოგრამი დაიკლო.
ცენტრ ემპათიას დასკვნის თანახმად,, მიხეილ სააკაშვილს 10-მდე წამყვანი დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებელ დიაგნოსტიკას.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ჩანიშნული მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.