15 Views
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულება დროის მოგების მცდელობაა.
„არ ვუპასუხებ იმას, რასაც პუტინი ამბობს. ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელსაც კი. მსურს, ვთქვა, რომ პუტინი უბრალოდ დროის მოგებას ცდილობს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. განკარგულების თანახმად, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს.